ვიდეო
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ
წყალბადის ზეჟანგი ძალიან სასარგებლო ელემენტია, რომელიც სახლის აფთიაქში ყოველთვის უნდა გქონდეთ. ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ანტიბაქტერიული საშუალება. ნახეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი.
1. ჭრილობის შეხორცება
ეს ფართოდ გავრცელებული საშუალებაა, რომელიც ბევრ ადგილას თავისი ჭრილობის შემახორცებელი თვისებით ცნობილია. თქვენ შეგიძლიათ ბამბის ტამპონი დაიდოთ და წვეთები ჭრილობას დააწვეთოთ. ასე ზედაპირს დეზინფექციასაც ჩაუტარებთ.
2. აკნესთან ბრძოლა
გაღიზიანებული გამონაყარი სწრაფად რომ მოიშოროთ, წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ გამონაყარზე წაისვით. თუ მას მთელ სახეზე წაისვამთ, ეს კანს გამოაშრობს. არ დაგავიწყდეთ, რომ მის წასმამდე სახე იდეალურად დაბანილი უნდა გქონდეთ. ღამით წაისვით და დილით კარგად ჩამოიბანეთ.
3. თმის გაღიავება
კარგად დაფიქრდით, სანამ ამ საშუალების გამოყენებას გადაწყვეტთ, რადგან თუ ძალიან მუქი ფერის თმა გაქვთ, ყვითელ ან ნარინჯისფერ თმას მიიღებთ. წყალბადის ზეჟანგი თმის გაღიავების უნარით კარგად ცნობილია. ამისთვის ნახევარი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და ნახევარი ჭიქა წყალი სპრეი ბოთლში ჩაასხით. გამოიყენეთ იქ, სადაც თმის გაღიავება გსურთ.
4. ტანსაცმლის გათეთრება
ტანსაცმლის გასათეთრებლად და ლაქების ამოსაყვანად შესანიშნავი საშუალებაა. ამისთვის სანამ ტანსაცმელს სარეცხი მანქანაში მოათავსებთ, ზუსტად 15 წუთით წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და გარეცხეთ. ეს საშუალება სისხლის ლაქების ამოყვანაშიც დაგეხმარებათ.
5. ყელის ანთებას კურნავს
¼ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი 1 ჭიქა თბილ წყალს აურიეთ და ყელში გამოივლეთ. ეს გასაოცარი საშუალება ანგინას გააქრობს, თუ ის ძალიან ძლიერი არაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა დისკომფორტის დაწყებას გრძნობთ. შედეგად, ეს გაციებისგან დაგიცავთ.
6. ხილის და ბოსტნეულის დეზინფექცია
ეს ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ქლორი. წყლით სავსე თასში რამდენიმე ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი დაამატეთ და ბოსტნეული, მწვანილი ან ხილი მოათავსეთ. ამის შემდეგ უბრალო წყალში შეგიძლიათ გარეცხოთ.
7. კბილის ტკივილი დაივიწყეთ
თუ კბილის საშინელი ტკივილი გაწუხებთ, წყალბადის ზეჟანგი თქვენთვისაა!
ეს სამკურნალო საშუალება შეგიძლიათ მუდმივად გამოიყენოთ, ანუ სტომატოლოგთან უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ეს საშუალება ტკივილის სწრაფად და მნიშვნელოვნად შემცირებაში დაგეხმარებათ. ¼ ფინჯანი წყალბადის ზეჟანგის და 1 ჭიქა თბილი წყლის ნარევი პირში გამოივლეთ და სიმსუბუქეს იგრძნობთ.