Connect with us

ჯანმრთელობა

წონაში დაკლება საკუთარ თავთან ჰარმონიაში. გოგონას ისტორია, რომელმაც 90 კგ დაიკლო

ბევრი გოგო წონაში დაკლებაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ ამას მხოლოდ დიეტით და სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის გარეშე შეძლებს. ასე არაა! არსებობს სხვა გზაც!

„29 წლის ვარ, ახლა წონის დაკლების კონსულტანტად ვმუშაობ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდი! 90 კგ–ს დაკლება და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შევძელი.

ჩემი ისტორია

ჭარბი წონის და საკუთარი მეს მიღების პრობლემები ბავშვობიდან დამეწყო. მოზარდობის პერიოდში ცოტა დავიკელი, მაგრამ მოხდენილი ფორმები არ მქონდა.

ორსულობის დროს რეკორდული, 45 კგ მოვიმატე და მშობიარობის შემდგომი დეპრესია მივიღე.

ვერ ვამჩნევდი, თუ რამდენს ვიწონიდი, მუდმივად რაღაცას ვჭამდი. 2015 წლის მარტში, ქალიშვილის დაბადების შემდეგ 160 კგ–ზე მეტს ვიწონიდი.

როგორ შეიცვალა ყველაფერი

2017 წლის აპრილში საკუთარ თავზე ზრუნვა გადავწყვიტე. სხვადასხვა დიეტა გამოვცადე, მაგრამ არ მიშველა. სპორტიც არ გამომადგა.

ერთხელ, დაქალთან განქორწინებაზე და ახალი სიყვარულის პოვნაზე ვსაუბრობდი. მან მითხრა, რომ ჯანსაღი ურთიერთობის საპოვნელად საკუთარ თავთან ჰარმონიაში უნდა ვიყო. მე კი წონის პრობლემებ აშკარად მაწუხებს.

ის მართალი იყო. დეპრესია მქონდა, რაც გარეგნობაზეც აისახებოდა.

მარტივით დავიწყე: ნაკლები ჭამა და მეტი მოძრაობა. ამას დიეტას არ ვუწოდებდი, რომ არ გადამეფიქრებინა. თავიდან უბრალოდ თეფშზე ცოტა საჭმელს ვტოვებდი, შემდეგ ნახევარს ვჭამდი. რამდენიმე წასახემსებელსა და ტელევიზორის ყურებისას საჭმელზე უარი ვთქვით.

შემდეგ მენიუ შევცვალე. ყურადღებას ვაქცევდი  იმას, თუ რას ვჭამდი და ყველაფერს ვიწერდი. თუ სწრაფი კვების პროდუქტს ვჭამდი, დანარჩენ ულუფებს ვამცირებდი და შიმშილს ვგრძნობდი. გამოდის, არასწორი საჭმლის მიღება არ შეიძლება! კვირაში ერთი დღე დავიტოვე იმისთვის, რაც ძალიან მიყვარს (მაგალითად, პიცა), დანარჩენ 6 დღეს კი სწორად ვიკვებებოდი.

რას ვჭამ ახლა

  • საუზმე: მთელი მარცვლეულის პურის ბუტერბროდი, ყავა უცხიმო რძით.
  • სადილი: სალათი ქათმით, კვერცხით, ფეტის ყველით და ბოსტნეულით.
  • წახემსება: მოცარელა, კაკალი.
  • ვახშამი: ქათამი ბოსტნეულით ან წვნიანი.

რამ მიშველა

მივხვდი, რომ ზოგჯერ არაჯანსაღი საკვების მიღება შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია საჭმელთან ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება. მე შემიძლია ტორტის 1 ნაჭერი შევჭამო და სწორად კვება გავაგრძელო და არა მთელი კვირა ტკბილეული ვჭამო.

რა თქმა უნდა, ამის გააზრებას დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა უკეთ მესმის, როგორ მუშაობს ჯანსაღი კვება.

ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზის დასაწყისში 150 კგ–ს ვიწონიდი, დაახლოებით 90 კგ დავიკელი. ახლა თავს საკუთარ სხეულში გამოკეტილ პატიმრად არ ვგრძნობ. ბავშვებთან თამაშისას არ ვიხრჩობი და რამდენიმე კილომეტრის გარბენა შემიძლია. პირადი ცხოვრება მოვიწყვე და ყოველდღე პოზიტიური ცვლილებებით ვხარობ“.