საკითხავი
წმინდა ლოცვა უფლის მიმართ ტყვედ ჩავარდნილთათვის შუამავლობის სათხოვნელად
21- საუკუნეში ომები ისევ არ წყდება. ბევრ ადამიანს სახლის დატოვება და უმისამართოდ წასვლა მოუწია. სხვები იძულებული არიან, რომ შვილები ომში გაუშვან. ბევრი ძლიერი და მამაცი მებრძოლი ტყვედ ვარდება. როგორ ვანუგეშოთ დამძიმებული გული, რომელიც ტყვეობიდან შვილის ან ქმრის გათავისუფლებას ელოდება? ყველა თავის მეთოდს ეძებს. ბევრ ადამიანს უფლისადგმი წრფელი ლოცვა ეხმარება.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ლოცვის სიტყვებს ტყვეობაში მყოფთათვის.
ლოცვა უფლისადმი
„უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან წმიდა მოციქული შენი პეტრე ჯაჭუთა და საპყრობილესაგან უვნებელად განათავისუფლე, მდაბლად გევედრებით, მოწყალებითა შენითა მიიხვენ ლოცვაჲ ესე, საპყრობილესა შინა შთაგდებულისა, მონისა შენისა (სახელი) ცოდვათა შენდობისათვის, და ლოცვითა მისითა, ვითარცა კაცთმოყუარემან, ყოვლად-ძლიერითა მარჯუენითა შენითა ყოველთა ბოროტთა გარემოდგომილებათაგან იხსენ და საპყრობილესაგან განათავისუფლე.“
ეს მოკლე, მაგრამ ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც სულს ამშვიდებს. ილოცეთ, როცა გსურთ. რთული წუთების გაძლებაში დაგეხმარებათ. გაიმეორეთ, რომ იმედი არ დაკარგოთ.
ლოცა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისადმი
ასევე ტყვეთა გასათავისუფლებლად შუამავლობა წმინდა ნიკოლოზს შეგიძლიათ შესთხოვოთ. ის კეთილი და ბრძენი წმინდანია, რომელიც თქვენს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს. ლოცვით მიმართეთ და აუცილებლად დაგეხმარებათ.
„ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! კაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყჳერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ მომწოდებელთა შენთაო.
ქრისტჱს სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსოს საღმრთოჲთა მღჳძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონ-ლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მჴურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
რედაქციის რჩევა
ამ ლოცვებით უფალს არა მხოლოდ ახლობლების დასახმარებლად შეგიძლიათ მიმართოთ. ყველა, ვინც ქვეყნის დასაცავად იბრძვის, გმირია. ყველას ჩვენი ლოცვა სჭირდება, რომ სახლში მშვიდობით დაბრუნდეს. ილოცეთ ყველასთვის, რადგან თითოეულის სიცოცხლე ძვირფასია. იმედი გვაქვს, რომ ყველა სახლისკენ მიმავალ გზას იპოვის.