Connect with us

მოდა და სტილი

წლის მთავარი ვარცხნილობა, რომელსაც მალე ყველა მოდური ქალბატონი გაიკეთებს

წელიწადის ახალი დრო საუკეთესო მიზეზია გარეგნობის გასაახლებლად. შეგვიძლია ულტრა-მოდური ვარცხნილობა გავიკეთოთ, რომელიც, გაგიკვირდებათ და – ყველას უხდება. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური – ფრანგული ბობია.

ფრანგული ბობი

ფრანგული ბობის მთავარი განსაკუთრებულობა მის სიგრძეშია. ის შეიძლება ნიკაპთან, ყბასთან ან ტუჩებთან სრულდებოდეს, თუმცა არსობრივად ამ ვარცხნილობას მისი უბრალოებისა და სიმარტივის გამო ირჩევენ. გარდა ამისა, ასეთ ვარცხნილობას სახის ისეთი ნაკვთების სწორად გამოკვეთა შეუძლია რომლებიც გოგონას იდეალურად არ მიაჩნდა. ბობის დევიზია: “შექმენი იდეალური, არასრულყოფილი ჭრილი”. ეს ნიშნავს, რომ ვარცხნილობას საგულდაგულო მიხედვა არ ჭირდება.

ვარცხნილობის საიდუმლო

იდეალური ფრანგული ბობი – ეს სპეციალურად “არეული” ვარცხნილობაა. ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს თითქოს სტილისტი მას არც კი შეხებია. იმისთვის, რომვარცხნილობა უფრო ბუნებრივი გახდეს, აუცილებელია რამდენიმე ეშმაკობის ცოდნა.

ფრანგული ბობის უნივერსალურობა

ამ მოდური ვარცხნილობის შესანიშნავობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უხდება ყველას, როგორც გოგონებს, ასევე ზრდასრულ ქალბატონებსაც. თუმცა აქ მთავარი სულ სხვა რამ არის – ამ ვარცხნილობის მოდიფიცირება ისე უნდა მოახდინოთ, რომ თქვენს სტილს მოუხდეს.


თუ გადაწყვეტთ ახალი არასტადარტული ვარცხნილობა გაიკეთოთ და ბობ-კარეს აირჩევთ – არასდროს ინანებთ. ის არც ზედმეტი ფულის ხარჯვას მოითხოვს და მის დასავარცხნად და “დასაყენებლად” თავის დაბანა და ფანტაზიის ჩართვაც საკმარისია. რადენიმე წუთით ფენის გამოყენება და – ვარცხნილობა მზად არის!

ტოპ პარიკმახერები ერთხმად აცხადებენ: ” წარმატების 80% ხარისხიან ვარცხნილობაზეა დამოკიდებული”. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აჯობებს სალონში წახვიდეთ და რადგან ახალ ვარცხნილობას იქ უკეთ გაუმკლავდებიან. ზოგიერთი სტილისტი გვირჩევს სპეციალური კრემი გამოვიყენოთ, რომლის მეშვეობითაც თმას უფრო მოცულობითს გახდის.

ფრანგული ბობი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.