თავის მოვლა
წლებია სახეს ამ ხსნარით ვიწმენდ! კანი გლუვი და ბზინვარე გახდა, ნაოჭები კი გაქრა
სახისთვის მარილის გამოყენება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა დროთა განმავლობაში თავის მოვლის ბევრი საშუალება გაჩნდა და მარილის სარგებელი მიივიწყეს.
ახლა ბევრი ქალი საწყის წყაროს უბრუნდება, იმას, რითაც ყველაფერი დაიწყო. მარილი სახის კანის მოსავლელად ერთ-ერთი პირველი, ყველაზე წარმატებული პროდუქტია.
მარილი სახისთვის
ზუსტად როგორ იყენებენ მარილს?
მარილის გამოყენება ძალიან მარტივია! 1 კოვზი მარილი 100 მლ წყალში გახსენით, დაიბანეთ და არ შეიმშრალოთ. ხსნარს გაშრობის საშუალება მიეცით. შეგიძლიათ მარილი სახეზე მთელი ღამით ან მხოლოდ რამდენიმე საათით გაიჩეროთ, შემდეგ კი სახე ყინულის კუბებით გაიწმინდეთ. ყოველ დილით ამ ხსნარით სახე თამამად დაიბანეთ და უკვე ერთ კვირაში შესამჩნევ შედეგს დაინახავთ.
რაში გვეხმარება მარილი
1. ასეთი მარილიანი ხსნარი დაგეხმარებათ დახშული ფორების წინააღმდეგ ბრძოლაში, კანის ცხიმიან ბზინვარებას და შავ წერტილებს მოგაშორებთ. გახსოვდეთ, რომ მარილის გამოყენება არასასურველია, თუ თქვენ მგრძნობიარე სახის კანი გაქვთ, ან კაპილარები კანის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს.
2. მარილის რეგულარულად გამოყენების შემდეგ კანი უფრო სქელი გახდება, ხოლო წვრილი გამონაყარი გაქრება. თუ ნათელი სახის კანი მოგწონთ, სახის მარილით დაბანას გირჩევთ. ამ ხსნარის გამოყენების შემდეგ სახის ფერი უფრო ნათელი და ბზინვარე გახდება.
3. მარილი სიმშრალეს შესანიშნავად ებრძვის. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ უკვე ერთ თვეში კრემების უფრო იშვიათად გამოყენება უწევთ, ვიდრე ადრე.
4. მარილიანი სახის „აბაზანა“ არა მხოლოდ გამონაყარს, არამედ დაღლილობის ნიშნებსა და შეშუპებას აქრობს. ხშირად ისე ხდება, რომ სერიოზული სტრესის შემდეგ სახის კუნთების მოდუნება გიჭირთ? მარილი დაგეხმარებათ! გოგოები ირწმუნებიან, რომ სახის ნაკვეთები უფრო რბილი ხდება.
5. თუ აქერცლილი ტუჩი გაწუხებთ, მარილიანი ხსნარი შესანიშნავად დაგეხმარებათ. უფრო მეტიც, სპეციალურად ტუჩზე მისი წასმა არ დაგჭირდებათ, რადგან დაბანის დროს მარილიანი წყალი ტუჩზეც ხვდება.
რით არის მარილი სასარგებლო?
მარილი სისხლძარღვების გასაძლიერებელი შესანიშნავი საშუალებაა, სწორედ ამიტომ როზაცეას დროს მარილიანი წყლით დაბანა ძალიან სასარგებლოა. მას ძლიერი ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.