Connect with us

ჯანმრთელობა

წიწიბურას ფქვილი სააფთიაქო საშუალების ნაცვლად: 8 სამკურნალო რეცეპტი

წიწიბურას ფქვილის სამკურნალო თვისებები: რადიონუკლიდები გამოაქვს, კუნთოვან ძალას და ამტანობას ზრდის, პოტენციას ზრდის, სისხლძარღვებს და ნერვულ სისტემას აძლიერებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს დაგეხმარებათ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებას ხელს უწყობს და კიდევ ბევრი სხვა თვისება გააჩნია.

1. ნაღვლმდენი საშუალება

1 ს/კ წიწიბურას ფქვილი და 1 ჭიქა კეფირი აურიეთ. ღამით დააყენეთ და დილით საუზმის ნაცვლად მიირთვით.

2. ათეროსკლეროზის დროს

დღეში ორჯერ, საუზმესა და ვახშამზე 100-150 გრ წიწიბურას კისელი დალიეთ. 1 ჭიქა ცივ წყალში 3 ს/კ წიწიბურას ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გახსენით. ცალკე 1 ლ წყალი აადუღეთ და ნელ-ნელა მიღებული ნარევი დაუმატეთ. 8-10 წუთით ხარშეთ და მუდმივად ურიეთ. გემოს გასაუმჯობესებლად კისელს თაფლი და კაკალი დაუმატეთ.

3. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს

1 ჭიქა წიწიბურას ფქვილი, 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი და 1 ჭიქა წიწიბურას თაფლი აურიეთ. მინის ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. კვირაში ერთი დღე მხოლოდ ეს ნარევი მიირთვით. ჩაი და წყალი ნებისმიერი რაოდენობით დალიეთ.

4. კანის დამწვრობის დროს

წიწიბურას ფქვილი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. წყალში ფაფის მიღებამდე გახსენით. ეს ნარევი დამწვარ ადგილას შეიზილეთ.

5. ფეხის შეშუპების და წვივის კუნთების კრუნჩხვების დროს

1 ს/კ წიწიბურას ფქვილი წყალში გახსენით და ყოველდღე დალიეთ.

6. შაქრიანი დიაბეტის დროს

საუზმეზე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა კეფირში 1 ს/კ წიწიბურას ფქვილი გახსენით. მაქსიმუმ 3 თვე დალიეთ.

7. ფხვნილი ბავშვებისთვის

საცერში გაცრილი მშრალი წიწიბურას ფქვილი პატარებისთვის კარგ ფხვნილად ითვლება.

8. ანემია

ტაფაზე მობრაწული წიწიბურას მარცვლები ფხვნილის მისაღებად ყავის საფქვავში დაფქვით და 2 ს/კ დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ. თბილი რძე დააყოლეთ.