საკითხავი
წინდების გათეთრების 2 ახალი მეთოდი. ყოველთვის ეფექტურია
დროთა განმავლობაში თეთრი ნივთები უფრო ნაცრისფერი ხდება და თავის გარეგნულ იერს კარგავს. წინდებთან საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. ჩემი ბავშვები ვარჯიშზე დადიან, რომლის შემდეგ მთელი ტანსაცმელი ერთ დიდ შავ ჩვარს ემსგავსება. ასეთ ძლიერ ჭუჭყს სარეცხი მანქანა ვერ უმკლავდება. თუმცა მე ვიცი რამდენიმე მეთოდი, როგორ გავათეთრო წინდები სახლის პირობებში.
ქათქათა ნივთების შესანარჩუნებლად 2 ყველაზე მოქმედი მეთოდი გამოვარჩიე. ბიჭების წინდები გარეცხვის შემდეგ სუფთა გამოიყურება. ამით ახალი წყვილი წინდის შეძენაზე ფულს ვზოგავ. ყველაფერი აუცილებელი, რაც გვჭირდება, ჩვეულებრივ სახლში გვაქვს. საპნის ნატეხები შეგიძლიათ არ გადაყაროთ, არამედ სასარგებლოდ გამოიყენოთ. აი, რას ვაკეთებ.
როგორ გავათეთროთ წინდები ეფექტურად
მეთოდი 1
თავდაპირველად, 3 ლ წყალი აადუღეთ. თბილი წყალი ტაშტში ჩაასხით, 2 ს/კ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ.
წინდები ამ ხსნარში დაასველეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. თუ ასეთი პროცედურის შემდეგ ლაქები მაინც არ გაქრება, კიდევ ერთი მსგავსი ნარევი გააკეთეთ და პრობლემური ნივთები მასში 20 წუთით ხარშეთ.
ამის შემდეგ წინდები საპნით ან სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ. დუღილის დროს არც თუ ისე სასიამოვნო სუნისთვის მზად იყავით. გირჩევთ, წინასწარ ფანჯრები და კარები გააღოთ. მაგრამ შედეგი ამად ღირს.
მეთოდი 2
მე ძალიან ბევრი საპნის ნატეხი დამიგროვდა. ბევრი გვირჩევს, რომ გადავადნოთ და ახალი საპონი გავაკეთოთ. მე საპნის ნატეხებს წინდების გასათეთრებლად ვიყენებ.
ხსნარის მოსამზადებლად საპნის ნატეხები წვრილ სახეხზე გახეხეთ, ქვაბში მოათავსეთ და ცეცხლზე გაადნეთ. 1 ს/კ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგი და ჭურჭლის სარეცხი სითხე დაუმატეთ.
მიღებულ ხსნარში ჭუჭყიანი წინდები მოათავსეთ და 20 წუთით ადუღეთ. ჭუჭყი თანდათანობით მოშორდება, წყალი კი მღვრიე გახდება.
წინდები ქვაბში სითხის სრულად გაგრილებამდე დატოვეთ, შემდეგ სუფთა, გამდინარე წყალში გაავლეთ.
შინაურული მათეთრებლები თქვენს წინდებს ახალს ვერ დაამსგავსებს, მაგრამ მისი გამოყენების ვადას მნიშვნელოვნად გაზრდის. განსაკუთრებით, როცა სახლში პატარა ონავრები ცხოვრობენ, რომლებიც თავგადასავლებს ეძებენ. თქვენ როგორ უმკლავდებით ტანსაცმლის ჭუჭყიან ლაქას?