Connect with us

საკითხავი

წესი თუ ცრურწმენა: რატომ არ შეიძლება სარეცხის გარეცხვა პარასკევს

ბევრი თვალსაზრისით, პარასკევი მძიმე დღეა, ამიტომ მასთან დაკავშირებული ნიშნები განსაკუთრებულია. გარდა ამისა, საეკლესიო კანონებით, პარასკევი ვნების დღეა. სხვა აკრძალვებიც არსებობს. ითვლებოდა, რომ ვინც წესებს დაარღვევს და ამ დღეს საოჯახო საქმეებს გააკეთებს, საკუთარ თავს და ახლობლებს უბედურებას მოუტანს.

Аlltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, მუშაობს თუ არა ეს წესი სარეცხი მანქანით რეცხვისას. ნიშანი ხომ ჯერ კიდევ უძველეს დროში გაჩნდა, როცა ქალები მხოლოდ ხელით რეცხავდნენ. გაიგებთ მართლმადიდებლური ეკლესიის პასუხს, რატომ არ შეიძლება გარეცხვა პარასკევს და საიდან მოდის ცრურწმენა.

რატომ არ შეიძლება პარასკევს გარეცხვა: რას ნიშნავს ძველი რწმენა

თანამედროვე ადამიანი თითქმის არასდროს ფიქრობს, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ დღეს ტანსაცმლის რეცხვა. ხშირად საოჯახო საქმე ნებისმიერ თავისუფალ დროს იგეგმება ან როცა ძალიან ბევრი ჭუჭყიანი ნივთი გროვდება.

ძველი რწმენის მიხედვით, არის დღეები, როცა სახლის დალაგება და თეთრეულის რეცხვა უპრობლემოდ შეიძლება, ასევე არის დღეები, როცა ამის გაკეთება არ ღირს. ერთ–ერთი ასეთი არახელსაყრელი დღეა პარასკევი. ადრე სჯეროდათ, რომ ამ დღეს რეცხვას კარგი არაფერი მოაქვს. ასე ადამიანი უბედურებას და ავადმყოფობას იზიდავს. თუ ამას გასათხოვარი ქალი გააკეთებს, რისკავს, რომ საერთოდ ვერ შექმნას ოჯახი.

სხვა ნიშნებიც არსებობს, რომელიც პარასკევს რეცხვას უკავშირდება. ითვლებოდა, რომ ამ დღეს გარეცხილი ნივთები სუფთა ვერასდროს გახდება. ხალხს სჯეროდა, რომ ვინც ამ დაუწერელ წესს დაარღვევდა, მთელი კვირა უსიამოვნება ეწვეოდა, კამათის და კონფლიქტის ხშირი მონაწილე გახდებოდა.

თუ ისე მოხდა, რომ დიასახლისმა მაინც პარასკევს გარეცხა ნივთები, ამის შემდეგ გულწრფელად უნდა ილოცოს და ასე აღარ მოიქცეს. იგივე თეთრეულს ეხება. პარასკევს მისი გამოცვლა აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელს ცუდი სიზმრები და კოშმარები შეაწუხებს.

ცოდვაა თუ არა პარასკევს რეცხვა: სასულიერო პირების მოსაზრება

მართლმადიდებლური რწმენით, ადამიანს ნებისმიერ დღეს შეუძლია იმუშაოს, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ. საეკლესიო დღესასწაულებში ქრისტიანები ეკლესიაში უნდა წავიდნენ, ამიტომ მორწმუნეებს საოჯახო საქმისთვის ნაკლები დრო რჩებათ. ეკლესია არ იწონებს, როცა ლოცვის ნაცვლად პარასკევს საოჯახო საქმეზე ზრუნავთ და მარადიულზე არ ფიქრობთ.

ცრურწმენებს არ დაუჯეროთ, რომ პარასკევს გარეცხილი თეთრეული ქრისტეს დაღვრილი სისხლის გამო აუცილებლად ლაქებით დაიფარება. ეს წარმართული დროის ნარჩენებია. თანამედროვე ადამიანმა მსგავს მითებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ნივთები შეიძლება გაფუჭდეს, თუ მისი მოვლის წესებს არ დაიცავთ.

ადრე, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ადამიანი, რომელიც დილიდან თეთრეულის მოწესრიგებას იწყებდა, ღვთისმსახურებას აცდენდა. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ასეთი არჩევანი მიუღებლად ითვლებოდა. ახლა სარეცხი მანქანები აღჭურვილია წამზომით, ზოგს კი ნივთების გაშრობის ფუნქცია აქვს. მორწმუნე ხალხს ნებისმიერ დღეს შეუძლია ჭუჭყიანი ნივთები სარეცხი მანქანის დოლურაში მოათავსოს, შესაბამისი რეჟიმი ჩართოს და მშვიდად წავიდეს ეკლესიაში.

მაშინაც კი, თუ სარეცხი მანქანა არ გაქვთ, ხოლო ნივთების სწრაფად გარეცხვა გჭირდებათ, შეგიძლიათ დილით ჩაალბოთ, ხოლო ღვთისმსახურების და ლოცვის შემდეგ გარეცხოთ. გახსოვდეთ, ქრისტიანული ეკლესია მორწმუნეებს არ მოუწოდებს დაუდევრად მოეპყრას საკუთარ ქონებას, კერძოდ, ტანსაცმელს. სწორედ ამიტომ, პარასკევი საოჯახო საქმეებზე უარის თქმის მიზეზი არაა. მთავარია, რომ ღვთისმსახურებიდან თავისუფალ დროს შეასრულოთ.

Advertisement