Connect with us

საკითხავი

წესები, როგორ გავარჩიოთ მჟავე და ტკბილი მანდარინი ჯერ კიდევ დახლზე

ადრე ახალი ხილით საახალწლო სუფრის გაფორმება მარტივი არ იყო. საბედნიეროდ, ამ დროს აფხაზეთსა და აჭარაში მანდარინი მწიფდებოდა. ბაზრობაზე მანდარინი უსწრაფესად ნაწილდებოდა და მათთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ მაროკოს მანდარინს (შავი სტიკერით) შეეძლო.

უმეტესობა ჩვენგანისთვის ნარინჯისფერი ხილი დღემდე გასტრონომიულ ტრადიციად რჩება. თუ სუფრაზე ხედავთ, გამოდის სახლში ამაღლებული სადღესასწაულო ატმოსფერო ავტომატურად სუფევს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ტკბილი მანდარინი და როგორ განსაზღვროთ მისი სიმწიფე.

როგორ შევარჩიოთ ტკბილი მანდარინი?

ადრე მანდარინები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა, რადგან, ძირითადად, ადგილობრივი წარმოების იყიდებოდა. ახლა მთელი მსოფლიოდან შემოაქვთ. ბუნებრივია, მათი გემო და არომატიც განსხვავდება. ამაში კომფორტი შეიძლება იპოვოთ: უფრო გაგიადვილდებათ არჩევა, თუ მწარმოებელ ქვეყანას გაარკვევთ.

აჭარული მანდარინი

ასეთი მანდარინი ეკოლოგიურად სუფთად ითვლება. ქიმიური საშუალებებით პრაქტიკულად არ ამუშავებენ, რადგან მიწოდება სწრაფია. მანდარინის ქერქს ღია ნარინჯისფერი ფერი, წვნიანი ნაყოფი და გამოხატული ტკბილ–მჟავე გემო აქვს. ამასთან, ცოტა კურკა შეგხვდებათ ან საერთოდ არ აქვს.

ესპანური მანდარინი

ესპანური მანდარინის ნაყოფი საშუალო ზომისაა და ღია ნარინჯისფერი შეფერილობა აქვს. ქერქი მსხვილ ფორებიანია, თავად მანდარინი მწვანე ტოტებით. ბევრი კურკა აქვს, თუმცა უკურკო სახეობაც გვხდება. ესპანურ მანდარინზე ყურადღების მიქცევა ღირს, რადგან ადვილად იფრცქვნება და თითქმის ყოველთვის ტკბილია. ტოტები არ მოაშოროთ: ასე პროდუქტი უფრო დიდხანს ინახება.

თურქული მანდარინი

ჩვეულებრივ, თურქული მანდარინი სხვებზე უფრო იაფია, რადგან საკმაოდ მჟავეა. ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, კურკა არ აქვს! ყვითელი და ღია ნარინჯისფერი ქერქი აქვს.

მაროკოს მანდარინი

წვნიანი და ძალიან ტკბილი მანდარინი თხელი ქერქით. მაროკოს მანდარინი პატარაა და ღია ნარინჯისფერი ან მოწითალო ფერი აქვს. მაროკოს მანდარინი რომ აირჩიოთ, გაითვალისწინეთ, რომ შუაში დამახასიათებელი ჩაღრმავება აქვს. კიდევ ერთი ბონუსი: კურკები პრაქტიკულად არ გვხდება.

ისრაელის მანდარინი

ასეთი მანდარინი გვიან, თითქმის ახალ წელს მწიფდება, მისი სეზონი – ზამთრის მეორე ნახევარი. გაითვალისწინეთ, რომ ისრაელის მანდარინის შეძენით ცოტა მშრალ, ტკბილ და უკურკო ნაყოფს ყიდულობთ. ქერქი პრიალა, თხელია და ადვილად იფრცქვნება.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი მანდარინები

უდავოდ, მხოლოდ მწიფე მანდარინია გემრიელი, არომატული და ყველას სიამოვნებას ანიჭებს, მათაც, კი ვისაც დიდად არ უყვარს. რამდენიმე წესი დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი მანდარინი შეიძინოთ.

  1. წვენი. თუ მსუბუქი დაჭერისას ქერქიდან წვენი გამოდის, ეს ნაყოფის სიმწიფის და სიახლის ნიშანია.
  2. თუ ქერქი ადვილად იფრცქვნება და თითქმის მთლიანად – ასეთი მანდარინი ნამდვილად მწიფეა.
  3. გახსოვდეთ, რომ მწიფე მანდარინი (როგორც სხვა ხილი) დიდხანს ვერ ინახება – შენახვა არ გაწელოთ.
  4. ხარისხიან მანდარინს რაიმე ლაქა არ უნდა ჰქონდეს.
  5. არასწორი შენახვის ან ტრანსპორტირების გამო ხილი შეიძლება დაობდეს. თითოეული ნაყოფი ყურადღებით დაათვალიერეთ. ჩვეულებრივ, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
  6. მანდარინის ჩაჭყლეტილი და რბილი ნაწილები ნიშანია, რომ პროდუქტი გაყინული ან შიგნით დამპალია.
  7. თუ მანდარინის ქერქი დარბილებული ან გამხმარია – ეს ცუდი ხარისხის ნიშანია. მანდარინი ყოველთვის დამოუკიდებლად შეარჩიეთ, განსაკუთრებით ბაზრობაზე.
  8. და ბოლოს, მჟავე სახეობა უფრო მსხვილი და ბრტყელია. თუ ასეთ ნაყოფს ყიდულობთ, ჯერ გასინჯეთ!

ამ ნიშნების დახმარებით კარგი მანდარინის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. გამყიდველს მანდარინის გაფრცქვნა და ნაყოფის დათვალიერება სთხოვეთ. კეთილმოსურნე გამყიდველი დაგთანხმდებათ. ვის სჭირდება 2-3 კგ გაფუჭებული პროდუქტი? გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული მანდარინი სუფრაზე გაგახარებთ თუ საახალწლო დღესასწაულს გააფუჭებს.