ჯანმრთელობა
წელის გარშემოწერილობიდან 3 სანტიმეტრს მოიშორებთ, თუ 9 დღით კეფირისა და ბრინჯის დიეტას დაიცავთ
ჭარბი წონის პრობლემა, ბოლო დროს, ყველაზე აქტუალურია. ჩვენ დიდი მწუხარებით ვაკვირდებით საკუთარ სხეულზე მონაკვეთებს, რომლებიც ქონითაა სავსე და ულამაზოდ გამოიყურება. გარკვეული დროის შემდეგ ვიწყებთ იდეალური დიეტის ძიებას სწრაფი და ეფექტური შედეგით.
ასეთი სწრაფმოქმედი გასახდომი სისტემების კატეგორიას მიეკუთვნება ბრინჯისა და კეფირის დიეტაც, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ. რძემჟავის პროდუქტი ანაყრებს ორგანიზმს მინერალებითა და ვიტამინებით, ფაფა კი გამოდევნის შლაკებს, მარილებს და ხანგრძლივად გათავისუფლებთ შიმშილის შეგრძნებისგან.
როგორ მოქმედებს დიეტა
კეფირისა და ბრინჯის კომბინაცია აქტიურად შლის კანქვეშა ცხიმებს. გარდა დიეტური თვისებებისა, ასეთი კვება გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის აღსადგენად მოწამლვის ან დაავადების გამწვავების შემდეგ. დიეტოლოგები კვების ამ მეთოდიკას სამკურნალოსაც უწოდებენ, რამდენადაც იგი ამსუბუქებს მდგომარეობას არამხოლოდ ჭარბი კილოგრამების შემთხვევაში.
ასეთი დიეტის უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტი ხელმისავწდომია, საკვებს რეგულარულად იღებთ წინასწარ შემუშავებული კვების სქემის მიხედვით.
დიეტის წესები
- უნდა მიირთვათ დღეში სამჯერ, საკვების თითო მიღება კი 100გ ბრინჯსა და 250 მლ კეფირს უნდა მოიცავდეს.
- ზემოაღნიშნული პროდუქტის გარდა, რაციონში უნდა შედიოდეს შეზღუდული რაოდენობით უცხიმო ხორცი ან თევზი(200გ), ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს, მაწონი და მწვანილი.
- მიირთვით მხოლოდ არატკბილი ხილი სადილამდე(მის შემდეგ დაუშვებელია!).
- მიირთვით წყალი შეუზღუდავი რაოდენობით, ოღონდ სუფთა და არაგაზირებული. ხანდახან დასაშვებია ბალახის ნაყენის მირთმევაც.
- რაციონიდან მთლიანად უნდა ამოიღოთ მარილი და შაქარი.
კეფირის დიეტის სახეობები
იმის მიხედვით, თუ რა შედეგის მიღწევა გსურთ, არსებობს დიეტის 3 ვარიანტი: სამდღიანი, შვიდდღიანი და ცხრადღიანი. პირველი 5 კგ-მდე წონის კლებაში დაგეხმარებათ, მეორე – 7კგ, ხოლო მესამე – 10კგ-მდე ცხიმს მოგაცილებთ. მთავარი ისაა, რომ აღნიშნულ პერიოდში ყველა აუცილებელი წესი დაიცვათ და გაწერილი მენიუ ზუსტად შეასრულოთ.
დიეტის მენიუ
სამდღიანი ვარიანტი
დღე პირველი
- საუზმეზე მიირთვით 200 მლ დაბალცხიმიანი კეფირი და მწვანე ვაშლი.
- სადილზე ამდენივე კეფირი და 100 გ უცხიმო ხაჭო.
- ივახშმეთ ერთი მწვანე ვაშლითა და უშაქრო ჩაით.
ძილის წინ შეგიძლიათ კიდევ 200 მლ კეფირის დალევა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიმშილი მოსვენებას არ გაძლევთ.
დღე მეორე
- საუზმე არ იცვლება.
- სადილზე მოხარშეთ 100 გ ბრინჯი და დააყოლეთ 100 მლ კეფირი.
- ივახშმეთ 200 მლ კეფირითა და ვაშლით.
ძილის წინ, ძლიერი შიმშილის შეგრძნების შემთხვევაში, მიირთვით კიდევ ერთი ხილი.
დღე მესამე
- საუზმე – 100გ მოხარშული ბრინჯი და 100 მლ კეფირი.
- სადილი 1 ვაშლისა და 200 მლ კეფირისგან შედგება.
- ვახშამზე იგივე მიირთვით, რაც სადილზე.
ძილის წინ კიდევ ერთი ჭიქა კეფირის დალევა შეიძლება.
ასეთი მენიუ დადებითად მოქმედებს არამხოლოდ თქვენს წონაზე, არამედ ნივთიერებათა ცვლაზეც. ეცადეთ, მიირთვათ ერთსა და იმავე დროს, რათა შიმშილის გრძნობამ აღარ შეგაწუხოთ.
ერთკვირიანი ვარიანტი
აქ მენიუ ყოველდღიურად კი არაა გაწერილი, არამედ მუდმივად მეორდება.
- ყოველ დილით მიირთმევთ 100 გ ბრინჯსა და 200 მლ კეფირს.
- სადილზე ამდენივე ბრინჯი და 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი გაქვთ.
- ვახშმობთ 50 გ ბრინჯითა და 100 გ მწვანე სალათით, რომლის შეზავებაც ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით შეგიძლიათ.
ასეთი მენიუს წყალობით, თქვენ მარტივად დაიკლებთ 7 კგ-მდე წონას 1 კვირაში.
ცხრადღიანი დიეტა
ეს ვარიანტი სამ სამდღიან ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ ნაწილში კვება იცვლება.
- პირველი 3 დღე: საუზმე, სადილი და ვახშამი შედგება 100 გ ბრინჯისა და 200 მლ კეფირისგან.
- მეთხე-მეექსვე დღეების ჩათვლით: სამჯერ დღეში 150 გ ქათმის მკერდი და შეუზღუდავი რაოდენობის კეფირი.
- მეშვიდე-მეცხრე დღეების ჩათვლით: ვაშლი და კეფირი შეუზღუდავი რაოდენობით.
თითოეული დიეტის დროს, აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი. თუ ასეთ რაციონს კიდევ მსუბუქ ფიზიკურ სავარჯიშოებსაც დაუმატებთ, მიიღებთ იმაზე უფრო კარგ შედეგს, ვიდრე ელით.
გისურვებთ წარმატებებსა და სასურველი შედეგების მიღწევას!