თავის მოვლა
წარმოუდგენლად ეფექტურია – ჩემი ჯადოსნური რეცეპტი ანთების და აკნეს საწინააღმდეგოდ
ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ჯადოსნურ რეცეპტს გადავაწყდი, რომელიც მხოლოდ 3 ინგრედიენტს შეიცავდა: გულყვითელას ნაყენი, ლევომიცეტინი და ასპირინი. როგორც ხალხი წერდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ სარკეში ლამაზი სახე გაგახარებთ.
ვინაიდან უკვე ყველა შესაძლო მეთოდი უშედეგოდ გამოვცადე, ამ რეცეპტის გამოყენებაც გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომ მაინც არაფერს ვკარგავდი.
აფთიაქში საჭირო ინგრედიენტები შევიძინე, სახლში მოვედი და გავაკეთე.
შემადგენლობა ასეთია: 1 ბოთლ გულყვითელას ნაყენზე 3 აბი ლევომიცეტინი და ასპირინი. აბები დავაქუცმაცე, ბოთლში ჩავყარე და კარგად შევანჯღრიე. ამის შემდეგ მზა სახის ტონიკს დაბანის შემდეგ სახეზე ვისვამდი. ერთი მინუსი აქვს: ლოსიონი კანს ძალიან აშრობს, ამიტომ ტონიკის შემდეგ სახეზე ნებისმიერი ცხიმიანი კრემი წაისვით.
ამ ეფექტური საშუალების ყველა დადებით მხარეს არ ჩამოვთვლი. უბრალოდ გეტყვით: ანთება ძალიან სწრაფად გაქრა. რამდენიმე კვირის შემდეგ კანი უფრო სუფთა გახდა, გამონაყარის ნაწიბურები გაღიავდა, სახის ფერი გაუმჯობესდა. ყველას გირჩევთ, ვინც ფერიმჭამელებით უკვე დაიღალა!