თავის მოვლა
წარმოუდგენელი პროცედურა დედამთილის რეცეპტით: მინუს 15 წელი
ეს მეთოდი იაპონელი ქალებისგან ვისესხე. პროცედურა კანის ზედაპირიდან მკვდარ უჯრედებს შესანიშნავად აშორებს, სახეს ფაიფურივით ქათქათას და გლუვს ხდის. აუცილებლად სცადეთ!
ჩვეული მეთოდით სახე დაიბანეთ, თმა შეიკარით, რომ სახეზე არ ჩამოგეყაროთ.
№1 ნარევი მოამზადეთ:
1 ს/კ საპარსი ქაფი აიღეთ და ნახევარი ჩ/კ სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
მდუღარე წყლით სავსე ქვაბში 1 მუჭა ხმელი გვირილას ყვავილები ჩაყარეთ. ქვაბი მაგიდაზე დადეთ, პირსახოცი გადაიფარეთ და სახე დაიორთქლეთ. 5-7 წუთი გეყოფათ.
დაორთქლილ სველ სახეზე ნარევი წაისვით. ტუჩის და თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. აბაზანაში ცხელი წყალი მოუშვით და გამდინარე წყალს რბილი კბილის ჯაგრისი შეუშვირეთ. სწორედ, რბილი კბილის ჯაგრისი გვჭირდება. სპეციალური სახის ჯაგრისიც არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ კბილის ჯაგრისითაც ადვილად გამოძვრეთ.
ამის შემდეგ სახე რბილად და დინამიურად გაიწმინდეთ. განსაკუთრებული ყურადღება ცხვირს, ცხვირის კუთხეებს და შუბლს მიაქციეთ. წყლით ჩამოიბანეთ.
სარკეში ჩაიხედეთ. შავი წერტილები უბრალოდ აღარ გექნებათ. ფორები სუფთაა, სახე ძალიან გლუცი.
ახლა კი №2 ნარევი მოამზადეთ:
თქვენი ტიპის შესაბამისად თიხა შეარჩიეთ და მირამისტინს (ან ქლორჰექსიდინი, სხვაობა არაა, უბრალოდ უფრო იაფია) აურიეთ.
ფაფის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. სუფთა, სველ სახეზე წაისვით. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ.
სახეზე 15-20 წუთით გაიჩერეთ, იმის მიუხედავად, თუ ნარევი როგორ გაშრება.
ნარევი ჩამოიბანეთ, სახე პირსახოცით გაიმშრალეთ და კრემი წაისვით.