Connect with us

ჯანმრთელობა

წამალი, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებთ: 6 კარგი მიზეზი კოჭას დღესვე შესაძენად

ბოლო დროს, კოჭა არა მხოლოდ კვების, არამედ სამედიცინო სფეროში პოპულარული გახდა. რას უკავშირდება საზოგადოების ასეთი ინტერესი ამ უბრალო ფესვის მიმართ?

„ჯადოსნური ფესურას“ სამშობლოდ ინდოეთი ითვლება. კოჭის, როგორც უნივერსალური სამკურნალო საშუალების გამოყენების მტკიცებულება სწორედ ამ ქვეყნის უძველეს ტრაქტატში იპოვეს.

სინამდვილეში, ყველაფერი შედარებითია. კოჭა სამკურნალო საშუალებაც არის და მედიკამენტიც, ამიტომ დარწმუნდით რომ მასზე ალერგია არ გაქვთ. Alltime.ge-ს რედაქცია კოჭის ყველაზე მთავარ სამკურნალო თვისებებზე გიამბობთ.

კოჭის გამოყენება სამკურნალო მიზნით

კოჭა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამიტომ სურდოს და ვირუსული დაავადებების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. სურდოს პირველივე ნიშნებზე ცხელი ჩაი კოჭით და თაფლით დალიეთ.  დაე, ინფექციებთან ბრძოლის პროცესი დაიწყოს.

ზოგჯერ ორგანიზმის იმუნური სისტემა მოულოდნელ საფრთხეს ვერ უმკლავდება, ამიტომ დაქუცმაცებულ კოჭის ფესვთან ერთად წყლის ხშირი დალევა იმუნური სისტემის მუშაობას ხელს უწყობს.

  • ოსტეოართროზის დროს გახეხილი კოჭის საფენები სახსრების ტკივილს ამცირებს.
  • ხერხემლის, მიოზიტის და რევმატიზმის დროს კოჭის ნახარშის აბაზანა დაგეხმარებათ. კოჭის აბაზანა ნერვული გადატვირთვის და ნევრალგიის დროსაც ინიშნება.
  • კოჭის ნაყენს და ფხვნილს სვამენ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, როგორიცაა ნაწლავების კოლიკი, გასტრიტი, ასევე ვირუსული ჰეპატიტის და დიზენტერიის სამკურნალოდ. კოჭის ფესვის პრეპარატები ჭიებზე სამკურნალოდ ეფექტურია.
  • სტომატოლოგიაში კოჭას ტკივილგამაყუჩებელ და ძლიერ ანტისეპტიკურ საშუალებად იყენებენ. ალბათ, კოჭა ერთადერთი საკვები დანამატია, რომელიც ჭამის შემდეგ რეკომენდებულია. ანტისეპტიკური თვისებების გარდა კოჭის ეთერზეთი პირის ღრუს დიდი ხნით აჯანსაღებს და გვერდით ეფექტებს არ იწვევს.

  • კოჭის ფესვის პატარა ნაჭრის ღეჭვისას ნერწყვის ფერმენტები წვენს უერთდება და ანტიოქსიდანტებით მდიდრდება. ასე დამუშავებული ნერწყვი კუჭში მოხვედრისას გასტრიტს ან წყლულს არ გამოიწვევს, პირიქით, კუჭის ლორწოვან გარსზე სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება ექნება.
  • გინეკოლოგიაში კოჭის ფესვზე დაფუძნებული მედიკამენტი უნაყოფობის, ადნექსიტის, მიომას და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება.

კოჭის ქიმიური შემადგენლობა თავად საუბრობს. კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, სპილენძი, B და C ვიტამინები, თუთია, რკინა, ფოსფორი, ამინომჟავები, ეთერზეთები ამ ჯადოსნურ ფესვს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. თუ კოჭაში შემავალ თითოეულ ელემენტს განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოჭა ნამდვილი პანაცეაა!