ვიდეო
ძმრის აბაზანა ფეხისთვის – 7 უპირატესობა
სუფრის ძმრის უნიკალური თვისებები, განსაკუთრებით კანის მოვლის და კანის დაავადების საწინააღმდეგო თვისებები ჯერ კიდევ უძველეს დროში დააფასეს.
ყველაზე პოპულარული უბრალო თეთრი ძმარია, მაგრამ ვაშლის ძმარი ნაკლებად ეფექტური არაა. კოსმეტოლოგიაში ვაშლის ძმარიც ფართოდ გამოიყენება.
ძმრის აბაზანის 7 უპირატესობა
მიუხედავად იმისა, თუ რომელ ძმარს გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ აბაზანა ან ტაშტი სუფთაა.
ძმრის სუნზე არ ინერვიულოთ, რადგან სუნი მალე გაქრება. აი, რა უნდა გააკეთოთ:
1. აბაზანა დაღლილი ფეხებისთვის
თუ მთელი დღე ფეხზე დგახართ, ეს მოსადუნებელი ნარევი დაძაბულობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. დიდ აბაზანაში 1 ჭიქა ეფსომის მარილი, 1 ჭიქა ზღვის მარილი, 1 ჭიქა ძმარი და ½ ჭიქა ხმელი ლავანდა აურიეთ.
ამ ნარევს თბილი ან ცხელი წყალი დაასხით.
2. “სპორტსმენის ფეხი“
ეს პრობლემა ხშირად აქტიური სპორტით დაკავებულ ადამიანებს აწუხებთ. ჩვეულებრივ უსიამოვნო სუნი და ქავილი ახლავს.
უბრალოდ 5 ჭიქა ვაშლის ძმარი 1 ლ წყალზე აიღეთ. პროცედურა 10 წუთით უნდა გაგრძელდეს. პროცედურა 10 დღე ჩაიტარეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად დაზიანებული კანის ნაწილი ძმრით დაიმუშავეთ.
3. უსიამოვნო სუნს აქრობს და ოფლიანობას არეგულირებს
ფეხის აბაზანისთვის საკმარისია 2 ლ წყალი და 1 ჭიქა ძმარი აურიოთ. შეგიძლიათ ვაშლის ძმარი ან სუფრის ძმარი გამოიყენოთ.
შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, მაგალითად ბეგქონდარა დაუმატოთ. შეგიძლიათ 4 ჭიქა წყლის, 4 ჭიქა ძმრის და ნახევარი ჭიქა საკვების სოდის ნარევი გამოიყენოთ.
პროცედურა 15-20 წუთით გრძელდება. ამ რეცეპტის გამოყენება დაზიანებულ კანზე რეკომენდებული არაა. ფეხები კარგად გაიმშრალეთ, განსაკუთრებით თითებს შორის.
4. მეჭეჭებისა და კოჭრების საწინააღმდეგოდ
ძმრის მჟავა რბილ სკრაბს წარმოადგენს. საკმარისია, რომ სუფრის ძმარი და ცხელი წყალი თანაბარი პროპორციით აურიოთ.
5. ტერფების მშრალ კანს არბილებს
სიმშრალეს რომ გაუმკლავდეთ, ფეხები ძმარში 45 წუთით უნდა მოათავსოთ, შემდეგ კანის მშრალი ნაწილების დასამუშავებლად პემზა უნდა გამოიყენოთ.
როცა დაასრულებთ, ფეხების კარგი დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ, რომ რბილი და გლუვი ფეხის კანი მიიღოთ.
6. ფრჩხილის სოკო
2 ნაწილი წყალი და 1 ნაწილი ძმარი აურიეთ. ფეხის აბაზანა ყოველდღე 15 წუთით მიიღეთ. ვაშლის ძმარი საუკეთესოა, რადგან სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
უფრო მეტიც, წყალს შეგიძლიათ Listerine დაუმატოთ, რომ სოკოვანი პრობლემის შეხორცება დააჩქაროთ.
7. ფეხების რეგულარული მოვლისთვის ძმარი გამოიყენეთ
ფეხების ყოველდღიური მოვლისთვის 2 ლ თბილ წყალში 1 ჭიქა თეთრი ძმარი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი გახსენით. აბაზანა 45 წუთით მიიღეთ. პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ, შემდეგ ფეხები პემზით გაიხეხეთ.