Connect with us

საკითხავი

ძლიერი ლოცვა ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

სხვადასხვა ხატები და ლოცვები არსებობს. უფალს თითქმის ყველა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე პასუხი აქვს. ზოგჯერ სიტუაცია რთული არა, უფრო გაუსაძლისია. ასეთ დროს ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ დაგეხმარებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ლოცვას, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ უნდა წაიკითხოთ.

ხატი „მსწრაფლშემსმენელი“

ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელსაც ხელში ყრმა იესო უჭირავს. ბავშვს ცალ ხელში გრაგნილი უჭირავს, მეორეთი გვლოცავს. ხატის ორიგინალი ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში იმყოფება.

რატომ არის ეს ხატი გამორჩეული? გვჩუქნის მადლს, რომელიც გვჭირდება. ღვთისმშობლის ერთ–ერთი უძლიერი ხატია. მის გვერდით კოჭლი სიარულს იწყებს და ბრმას მხედველობა უბრუნდება. ხატი ტყვეობიდან გათავისუფლებასა და არაადამიანურ პირობებში გადარჩენაში დაგეხმარებათ.

ამ ხატის მიმართ შეგიძლიათ ხალხის დასახმარებლად ილოცოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფალი დაეხმარება ყველას, ვინც ახლა იტანჯება.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ტროპარი

ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა – უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

ზოგჯერ ცხოვრება ძალიან სასტიკია. ამ დროს მხოლოდ სხვების ტანჯვის ყურება შეგვიძლია. ვფიქრობთ, რომ ვერაფრით დავეხმარებით, მაგრამ ასე არაა. მორწმუნე ადამიანს ყოველთვის ლოცვა რჩება. ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ აუცილებლად დაეხმარება ყველას, ვინც დახმარებას ითხოვს.

Advertisement