Connect with us

საკითხავი

ძლიერი ლოცვა, რომელიც ყველა უბედურებას შვიდკლიტულში ჩაკეტავს

ლოცვა საუკეთესო საშუალებაა, რომ წმინდანებს მფარველობა და დახმარება სთხოვოთ. ზოგჯერ გულწრფელ ლოცვას ცხოვრების შეცვლა შეუძლია. თუ ოჯახში კონფლიქტები დაიწყო, ხოლო უსიამოვნებების სერია უსასრულო გეჩვენებათ, უფლისადმი ძლიერი ლოცვა დაგეხმარებათ. ის გულს დაამშვიდებს და ყველა უბედურებას შვიდკლიტულში ჩაკეტავს.

Alltime.ge–ს რედაქცია ძლიერი ლოცვის ტექსტს გიზიარებთ. ეს სიტყვები გაიმეორეთ, როცა უფლისგან დაცვა დაგჭირდებათ.

ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ

ყველას ჰქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა ერთ უსიამოვნებას მეორე მოსდევს. თითქოს, ამას დასასრული არ აქვს. ოჯახში მხოლოდ კამათი და კონფლიქტია, სამუშაოზე მხოლოდ წარუმატებლობები. ასეთ დროს მაღალი ძალების ჩარევა აუცილებელია. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ლოცვის გულწრფელ სიტყვას შეუძლია ფარი გახდეს და უბედურებისგან დაგიცვათ.

ძლიერი ლოცვის წასაკითხად უნდა განეწყოთ. მნიშვნელოვანია, არა სიტყვები, არამედ ის, რასაც მასში დებთ. ბოროტი ფიქრები მოიშორეთ, სული და გონება უბედურებისა და სიბრაზისგან გაწმინდეთ. ეცადეთ, რომ სხვებს, განსაკუთრებით ახლობლებს ყველა წყენა აპატიოთ. სანთელი აანთეთ, ცოტა ხნით დაფიქრდით. როცა მზად იქნებით, ლოცვა წაიკითხეთ.

ძლიერი ლოცვა

„შვიდი ჯვრით ვიცავ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს სახლს და ჩემს კერას. ჩემი მფარველი ანგელოზის ძალით, რომელიც განუწყვეტლივ ჩემ გვერდითაა, შებინდებიდან გათენებამდე, მიწიდან ცამდე, დაცვას ვაწესებ. სახლს შვიდ საკეტს ვადებ, უბედურებისგან ვხურავ, მფარველი ძალები სიმშვიდესა და კომფორტს მანიჭებს.

პირველი საკეტი უბედურებისგან დამიცავს, მეორე უსიამოვნებისგან, მესამე ცრემლისგან, მეოთხე ქურდობისგან, მეხუთე სიღარიბისგან, მეექვსე ავადმყოფობისგან, მეშვიდე საკეტით მთელ სივრცეს ვხურავ. საკეტებს ვაერთიანებ, გასაღებს უმაღლეს ძალებს ვანდობ. ზეციური ძალები გვიცავს, უბედურებას დევნის. სამართლიანობის მჯერა, მფარველობას ვთხოვ. ამინ“.

სანთელი ჩაწვამდე დატოვეთ. თუ საჭიროა, დაჯექით და იფიქრეთ, სანამ სანთელი დაიწვება. ზოგჯერ ყველაფერზე დაფიქრება სასარგებლოა. შესაძლოა, ასე პრობლემის მოგვარების გზაც იპოვოთ. ხშირად სულიერი საუბარი ერთადერთია, რაც ჰარმონიისთვის გვაკლია. ახლობლებთან საერთო ენა იპოვეთ, თქვენს განცდებზე უამბეთ. საუბრისას ბევრი კონფლიქტის მოგვარებას შეძლებთ.

გახსოვდეთ, რომ ბნელი დრო სამუდამოდ არ გრძელდება. მალე ყველაფერი დალაგდება. მთავარია, უფალთან მიმართვა არ დაგავიწყდეთ. და არა მხოლოდ ცუდ პერიოდში. კარგი დღეებისთვის მადლობა გადაუხადეთ, წრფელი აზროვნება შეინარჩუნეთ და ასე ბედნიერება თქვენს სახლში აუცილებლად დაისადგურებს.

Advertisement