Connect with us

ჯანმრთელობა

ძვლების ჯანმრთელობა: ხილი და კენკრა, რომელიც მოქნილობას დაგიბრუნებთ

ისეთი უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა სახსრების ყრუ ტკივილი და ძვლების სისუსტე არა მხოლოდ ასაკოვან ადამიანს აწუხებს, არამედ მათ, ვინც კვებას ყურადღებას არ აქცევს. მსგავს უსიამოვნებას თავი რომ აარიდოთ, Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომელიც სჯობს ახალგაზრდობიდან რეგულარულად მიირთვათ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკელმა ექიმებმა ძვლოვანი ქსოვილის დარბილების, ოსტეოპოროზის განვითარების და ასაკოვანი ასთენიის სინდრომის ყველა შესაძლო მიზეზი შეისწავლეს. ექიმები გირჩევთ, რომ ძვლების გასაძლიერებლად და მათი დაავადებების პრევენციისთვის ბევრი ცილა მიირთვათ. გაირკვა, რომ ძვლების ჯანმრთელობაზე ხილის და კენკრის მიღება დიდ გავლენას ახდენს. გიამბობთ, რომელი ხილი უნდა მიირთვათ ამ ზაფხულს.

ძვლების ჯანმრთელობა: რატომ უნდა მიირთვათ კენკრა და ხილი

ჰარვარდის მეცნიერებმა ძვლებისთვის მეტნაკლებად სასარგებლო 3 პროდუქტი აღნიშნეს. პირველ რიგში, ბუნების ტკბილი საჩუქრების თავისებურებაში გარკვევას გთავაზობთ. თუ ღრმად ჩავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ბევრი ბოსტნეული სინამდვილეში ხილია. მაგალითად, ლობიო, სიმინდი, ტკბილი წიწაკა, ბარდა, ბადრიჯანი ან გოგრა ყვავილოვანი მცენარეებია, რომელიც თავისი შემადგენლობით უფრო ხილია, ვიდრე ბოსტნეული.

დღეს ბოტანიკურ ნიუანსებს არ ჩავუღრმავდებით, არამედ განვიხილავთ, როგორ იყოფა ახალი ნაყოფი გასტრონომიაში. სულ 6 ქვეკატეგორია არსებობს:

  1. სუბტროპიკული. მიეკუთვნება ყველა ციტრუსი (ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, მანდარინი, ხურმა, ბროწეული და ლეღვი). მდიდარია კალიუმით, ფოლიუმის მჟავით და C ვიტამინით. მსგავსი კომბინაცია გვიცავს სურდოსგან, ასევე კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს. ეს ცილა ძვლებს ამაგრებს, მოტეხილობის რისკს ამცირებს. კოლაგენის შემცველი პრეპარატები სახსრების ანთების და ტკივილის დროს ხშირად გამოიყენება. ციტრუსის რეგულარული მიღება ძვლებს აძლიერებს, ხოლო სახსრებს უფრო მოქნილს ხდის.
  2. ტროპიკული ხილი (კივი, ანანასი, პაპაია, ბანანი, მანგო). წინა ჯგუფის მსგავსი მიკროელემენტების და ვიტამინების წყაროა. ჩამონათვალს შეგვიძლია დავუმატოთ მანგანუმი, რომელიც ძვლების სიმტკიცისთვის, ნერვული სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლებისთვის ძალიან სასარგებლოა.
  3. კურკოვანი ხილი (ბალი, ატამი, ქლიავი, ვიშნა). თუ 100 გ პროდუქტს ყოველდღე მიირთმევთ, ორგანიზმს ბეტა–კაროტინს, კალიუმს და C ვიტამინს ოპტიმალური დოზით მიაწოდებთ.
  4. თესლოვანი ხილი (მსხალი, კომში, ვაშლი, ცირცელი). მათში საკმარისი რაოდენობის C ვიტამინი და კალიუმია. ასეთ ნაყოფში ბევრია უჯრედისი, რომელიც კალციუმის და მაგნიუმის ათვისებას ხელს უწყობს.
  5. ნესვი და საზამთრო ბევრი ნატრიუმის, რკინის, A, C და PP ვიტამინების შემცველობის წყალობით სასარგებლოა. ექსპერტების თქმით, ამ ნაყოფში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი და სილიციუმი, რომელიც ძვლების სიმტკიცისა და მოქნილობისთვის უბრალოდ აუცილებელია.
  6. კენკრა (მოცვი, შტოში, ყურძენი, მარწყვი, მაყვალი, ჟოლო). კენკრის სასარგებლო თვისებები მინერალების, ვიტამინების და ბოჭკოების დიდი დოზით არ შემოიფარგლება. ერთგვარი საწვავია ნერვული სისტემის მშვიდი მუშაობისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.

3 პროდუქტი ჯანსაღი ძვლებისთვის

გავარკვიოთ, რომელი სასარგებლო ხილი და კენკრა შეგიძლიათ უპრობლემოდ იპოვოთ ბაზრობაზე და მაღაზიების დახლებზე და რას მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში. ჩვენი მიმზიდველობის, ძვლების და ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ნაყოფები:

ვაშლი

პროდუქტი ძალიან მდიდარია ფლავონოიდებით, რომელიც ძვლოვანი ქსოვილების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ყოველდღე 1 ვაშლის ჭამაც ამცირებს ოსტეოპოროზის, ძუძუს კიბოს, დიაბეტის და ასთმის განვითარების რისკს. ხილი „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობასაც ამცირებს, ამასთან „კარგის“ დონეს ზრდის. ზრდასრულ ასაკში თქვენი გულ–სისხლძარღვთა სისტემა ყოველი ნაჭამი ხილისთვის მადლობას გეტყვით.

მაყვალი

მაყვალი მარტივი, ხელმისაწვდომი და გემრიელი კალციუმის წყაროა. იცით, რომ 100 გ მაყვალი კალციუმის დღიური ნორმის 21 %–ს შეიცავს? მუქი ლურჯი ხილი ხშირად გამოიყენება თირკმლების, ნაწლავების და კუჭის დაავადებების დროს. კენკრა სახსრების დაავადებების და შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა. ეს ლამაზი ნაყოფი დაუმატეთ ხილის სალათებს, ფაფებს საუზმეზე, ხაჭოს ან ცალკე მიირთვით.

გარგარის ჩირი

როცა კალციუმით მდიდარ ხილზე ვსაუბრობთ, გარგარის ჩირი სიაში პირველია. 50 გ გარგარის ჩირი ორგანიზმს კალციუმის დღიური ნორმის 14%–ს აწვდის, რაც დაახლოებით 1000 მგ–ია. ნარინჯისფერ ჩირში ცოტა გლუკოზაა, რაც დიაბეტით დაავადებულთათვის შესანიშნავი წასახემსებელია. 1 კვირა გარგარის ჩირი მიირთვით და ძვლების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ. ხარისხიანი გარგარის ჩირი შეიცავს საკმარის ფოსფორს, კალციუმს და მაგნიუმს, რომ ასაკობრივი ასთენიის სინდრომი შეაფერხოს.

ძვლების ჯანმრთელობა: არარეკომენდებული პროდუქტები

ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და ერთფეროვანი დიეტა ძვლების ჯანმრთელობასა და სიმტკიცეზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ შემდეგ პროდუქტებს:

  • ცხიმოვანი რძის პროდუქტები
  • კონსერვები, მოხარშული ძეხვი
  • ცხოველური ცხიმი
  • შებოლილი ხორცის და თევზის ნაწარმი
  • ხორბლის ფქვილი დიდი რაოდენობით

გახსოვდეთ, რომ გაყინული ხილი ახალზე არანაკლებ სასარგებლოა. ხილი მოკრეფისთანავე საკვებ ნივთიერებებს კარგავს. კვლებიდან ნაყოფის გარეცხვამდე დრო 1 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს. მოსავლის აღების შემდეგ სწორი გაყინვა კვებითი ღირებულებების დიდი ნაწილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

Advertisement