Connect with us

თავის მოვლა

ძვირფასი ქერა: 5 ხერხი რომლებიც თმის გაყვითლებისგან დაგვიცავს

როგორ დავივიწყოთ თმის სიყვითლესთან დაკავშირებული პრობლემები? ამას ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.
ქერა ქალბატონების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ცივი ტონის შენარჩუნება და თმის მტვრევადობისა და სიმშრალისგან დაცვაა. ჩვენ 5 საშუალება ვიპოვეთ რომელბიც ამ საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

იისფერი შამპუნი

ის ნებისმიერი ქერას არსენალში უნდა იყოს. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: იისფერი, ცისფერი, წითელი პიგმენტები რომლებიც მის შემადგენლობაშია ყვითელ ფერს ანეიტრალებენ. სასურველია მისი გამოყენება ქერად შეღებვის პირველივე დღეებში დაიწყოთ. შეიძინეთ იმავე ხაზის ნიღბები და კონდიციონერი. არ დაგავიწყდეთ თმის მუდმივად კვება და დატენიანება.

თერმო დაცვა

ყურადღება მიაქციეთ, რომ უთო 180 გრადუსზე მეტად არ გაცხელდეს და ყოველთვის გამოიყენეთ თერმო დაცვა. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს თმის სტრუქტურას და ხსნის ფორებს რომლებშიც იოლად ჩნდება ყვითელი ფერი. ცოცხალი და მკვრივი თმა უფრო იოლი მოსავლელია, რადგან გლუვი ზედაპირი გარე ტონებს ფორებში ჩარჩენისა და თმის ტონის შეცვლის საშუალებას არ აძლევს.

არანაირი ზეთები

თმის ზეთი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ, ქერებისთვის არა! პიგმენტი ზეთის მოლეკულების მეშვეობით გამოიდევნება – რამდენიმე მიღებისთანავე. ზეთი სპრეით და თმის სიგლუვის კონცენტრატით შეცვალეთ.

SPF-დაცვა

მზის სხივები ძალიან სწრაფად აუფერულებენ თმას. პლაჟზე რამდენიმე საათი პლატინისებურ ქერას ყვითლად გადააქცევს, თუ რა თქმა უნდა SPF-დაცვას არ გამოიყენებთ. დაიტანეთ სპეციალური სპრეი მზეზე გასვლამდე, ხოლო თუ ბანაობთ აჯობებს სპრეი დრო და დრო კვლავ შეისხუროთ.

“არა” ნატურალურ კოსმეტიკას

დაივიწყეთ ნატურალური კოსმეტიკა და “ხელნაკეთი” კოსმეტიკური საშუალებები. მათში ბუნებრივი საღებავებია, რომელბსაც იისფერი შამპუნიც კი ვერ ჩამორეცხავს. აჯობებს სილიკონიან შამპუნებს მიანიჭოთ უპირატესობა. მხოლოდ სილიკონს შეუძლია თმას მბზინვარე, პრიალა ეფექტი მისცეს და ერთგვარი დამცავი ფენა გაუკეთოს, რომელიც მას მტვრისა და გარემოს ჭუჭყისგან დაიცავს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.