Connect with us

საკითხავი

ძვირადღირებული ქიმიის გარეშე: როგორ მოვაშოროთ ჟანგი და ყვითელი ნადები აბაზანას

როგორი ხარისხიანი და ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს თქვენი აბაზანა, ადრე თუ გვიან მასზე ყვითელი ნადები გაჩნდება, ხოლო ონკანზე – ჟანგი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მასალისგან დამზადებულია სანტექნიკა. კეთილმოსურნე დიასახლისებს ასეთი ჭუჭყი მოსვენებას არ აძლევს, ამიტომ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ქიმიას იყენებენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ აბაზანა სწრაფად და ზედმეტი ხარჯის გარეშე.

კიდევ ერთხელ ვხვდები, როგორ ვცდებოდი, როცა ახალგაზრდობაში უფროსი თაობის რჩევებს არ ვუსმენდი. დედა და ბებია მეუბნებოდნენ, როგორ გამეწმინდა აბაზანა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით. დედამთილიც მათ პრაქტიკულ რეკომენდაციებს მიმეორებდა. საყოფაცხოვრებო ქიმიამ დამტანჯა, ამიტომ მათი რჩევების გათვალისწინება გადავწყვიტე. ახლა ჩემი აბაზანა ახალივით ანათებს.

როგორ გავწმინდო აბაზანა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით

1. ყვითელი ნადების მოსაშორებლად, რომელიც აბაზანაზე აუცილებლად ჩნდება, მათეთრებელი დაგჭირდებათ. იაფი მათეთრებელიც გამოგადგებათ. მათეთრებელი და სარეცხი ფხვნილი აურიეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ. მზა მასა ყვითელ ლაქებს წაუსვით და რამდენიმე საათით ან მთელი ღამე გააჩერეთ. დილით წყლით ჩამორეცხეთ.

2. აბაზანიდან ნადების მოსაშორებლად კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. ნახევარი ჭიქა სოდა და საპნიანი ხსნარი 3 ს/კ ძმარს აურიეთ. ნარევი ნადებს წაუსვით და ნახევარ საათში წყლით ჩარეცხეთ. ძმარი და სოდა სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად უნივერსალური დამხმარეა. სხვათა შორის, საპნიანი ხსნარი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

3. ჟანგის მოსაშორებლად აგრესიული სარეცხი საშუალებები საჭირო არაა. უბრალოდ ლიმონის წვენი, სოდა და ძმარი თანაბარი პროპორციებით აურიეთ. ნარევი ჟანგიან ლითონს წაუსვით. თუ პირველივე ცდაზე ვერ დაგეხმარათ, პროცედურა გაიმეორეთ.

ამ მარტივი ხრიკებით იდეალურ სისუფთავეს შეინარჩუნებთ. დაგვეთანხმეთ, რომ სუფთა სანტექნიკა თვალს ისე ახარებს, როგორც დეკორის ლამაზი ელემენტები. გარდა ამისა, ჭუჭყიანი აბაზანა არა მხოლოდ უშნო, არამედ ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.

Advertisement