Connect with us

სხვა

ძველი ჭურჭლიდან სახლის ლამაზ დეკორს ვაკეთებ

თუ სახლში გაქვთ ნივთები, რომელთაც სასიამოვნო მოგონებები უკავშირდება და მათთან დამშვიდობება გიჭირთ, იმის მიუხედავად, რომ დაბზარული, გატეხილია ან წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე იყენებთ, Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ იდეებს, როგორ გამოიყენოთ ძველი ჭურჭელი დეკორის გასაკეთებლად. ცოტა ფანტაზია საკმარისია, რომ სახლისთვის იდეალური დეკორი შექმნათ და ძველ ჭურჭელს ახალი სიცოცხლე აჩუქოთ.

სანამ დეკორის გაკეთებას დაიწყებთ, წინასწარ გაარკვიეთ, რომელი ოთახის გაფორმება გსურთ. აქედან გამომდინარე ჭურჭელი შეარჩიეთ და დეკორის გაკეთება დაიწყეთ.

ორიგინალური სასანთლე

ლამაზი ფინჯნები, რომელთაც აღარ იყენებთ, მაგრამ ვერც აგდებთ, ორიგინალურ სასანთლედ გადააკეთეთ. სამახსოვრო ნივთს შეინარჩუნებთ და ლამაზ, ფუნქციურ ელემენტს მიიღებთ.

ორიგინალური კაუჭები

ძველი ჩანგლებიდან და კოვზებიდან სამზარეულოს პირსახოცების დასაკიდი კაუჭები გააკეთეთ. ჩანგლის და კოვზის კაუჭები ამ ოთახს ჰარმონიას შემატებს. იდეალური გამოსავალია.

უნიკალური სანათი

ღრმა თეფში ან ძველი ფაიფურის ფინჯანი, რომელსაც აღარ იყენებთ, უნიკალურ სანათად გადააკეთეთ. ამის გაკეთებას ცოტა ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ შედეგით ნასიამოვნები დარჩებით. ასე სახლს სინათლეს და კომფორტს შემატებთ.

ყვავილის ქოთნები

სერვიზი, რომელიც თაროზე ადგილს იკავებს და იმტვერება, საინტერესოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჭიქები და თეფშები ქოთნებად გადააკეთეთ. ამ მიზნით ღვინის ჭიქებიც გამოგადგებათ.

საკუთარი ხელით დეკორის შექმნა გასართობი პროცესია, რომელშიც მთელი ოჯახი შეგიძლიათ ჩართოთ.

Advertisement