საკითხავი
ძველი ბუფეტიდან მტვერს ახლავე გადავწმენდ და ღვინის ჭიქებს გამოვიღებ! № 5-ით აღფრთოვანებული ვარ
ყვავილები ძალიან მიყვარს და ცოტა ხნის წინ წილად მხვდა ბედნიერება და ყვავილების გამოფენაზე აღმოვჩნდი. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი და გასაოცარი იყო! ყველაზე მეტად მინის კომპოზიებმა, კერძოდ ნიჟარებით სავსე ღვინის ჭიქებმა გამაოგნა.
სახლში მოვედი თუ არა, ძველი ბუფეტიდან მტვერი გადავწმინდე, 5 ღვინის გრძელი ჭიქა ავიღე, შემდეგ ყვავილების ბაღში შევედი და კურორტზე ყოფნისას ზღვიდან წამოღებული მთელი ქონება გამოვიყენე. უკვე ერთ საათში ბინის ცნობა შეუძლებელი იყო! მეუღლემ მითხრა, რომ სახლი უფრო მყუდრო გახდა და მისი დატოვება არ სურდა.
ლამაზი ღვინის ჭიქები
დღეს გიამბობთ, როგორ გააფორმოთ ჭიქები ყვავილებით და ნიჟარებით. უბრალოდ გასაოცარია!
1. დაბალი კომპოზიცია მცენარეებით ძალიან ეფექტური იქნება. როგორც ვარიანტი, ჭიქაში ყვავილები შეგიძლიათ მიწასთან ერთად ჩადოთ და პერიოდულად მორწყათ. ასეთი დეკორი უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ყვავილების თაიგული.
2. წვრილი ფეხის ჭიქები გამოიყენეთ! სახლში თავს ისე იგრძნობთ, როგორც კურორტზე.
3. “ჭიქაში ზღვის“ გასაკეთებლად ლამაზი მინის ჭიქა ქვიშით, წვრილი კენჭებით და პატარა ნიჟარებით აავსეთ, შემდეგ ზღვაზე გადაღებული თქვენი სურათი ან ნებისმიერი თქვენი საყვარელი სურათი ჩადეთ. ორიგინალური დეკორი მზადაა!
4. ასეთი დეკორით რომანტიკული განწყობა გარანტირებული გექნებათ!
5. ჩვეულებრივ მინის ლარნაკში ან მაღალ ჭიქაში სამი სხვადასხვა სიგრძის ყვავილი ჩადეთ. ჭიქის ძირში სილამაზისა და სიმყარისთვის კენჭები ან დეკორატიული ქვები ჩააწყვეთ, შემდეგ ცოტა წყალი დაასხით. ასეთი უჩვეულო ყვავილების კომპოზიცია სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი გაფორმება იქნება.
6. ყვავილები შეგიძლიათ ვაფლის კონუსში ჩადოთ. ასეთი იდეა როგორ მოგწონთ?
7. ზღვაზე დასვენების შემდეგ სახლში ბევრი ცარიელი ნიჟარა დაგიგროვდათ და არ იცით, რა გააკეთოთ? მისი გადაგდება არ იფიქროთ, რადგან ნიჟარა შემოქმედებისთვის შესანიშნავი მასალაა. ზღვის ნიჟარის ხელნაკეთი ნებისმიერი ინტერიერს დაამშვენებს და მსუბუქ იდუმალებას შემატებს.
8. ნიჟარებს და ყვავილებს შეგიძლიათ სანთლები დაუმატოთ, ასე კომპოზიცია სახლს მყუდროებას შემატებს!
9. კიდევ რამდენიმე ლამაზი იდეა.
10. ჭიქა გადააბრუნეთ, შიგნით ყვავილები მოათავსეთ, ჭიქის ძირზე კი სანთელი. ასეთი დეკორი შენობას ყველას ყურადღებას მიიპყრობს.
ნახეთ ვიდეო და დეტალურ მასტერ კლასს გაეცანით, რომლის დახმარებით „ჭიქაში ზღვის“ გაკეთებას შეძლებთ.
ასეთი ლამაზი და იაფი დეკორის დახმარებით ბინაში საზაფხულო განწყობას შეინარჩუნებთ, რადგან ფოთლები, ყვავილები და ღეროები შეგიძლიათ ქუჩაში იპოვოთ, ხოლო ლარნაკის ნაცვლად ჭიქები გამოიყენოთ.
თუ იდეა მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.