Connect with us

საკითხავი

ძაღლმა მამაკაცი დეპრესიისგან იხსნა. მან გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ძაღლების დახმარებას მიუძღვნას

ბოდიბილდერ ბობი ჰამფრის დიდი ძაღლები, განსაკუთრებით როტვეილერები ძალიან უყვარდა. მაგრამ ცხოვრების ურთულეს პერიოდში მის გვერდით აღმოჩნდა პატარა ჩიხუახუა. ამ არსებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პატრონი მძიმე დეპრესიიდან გამოეყვანა.

როცა 17 წლიანი ქორწინების შემდეგ ბობის მეუღლემ განშორება მოითხოვა, მას ეგონა, რომ დედამიწა ფეხქვეშ გამოეცალა. განშორების გადატანა რთული იყო. რა თქმა უნდა, გვერდით ერთგული მეგობრები იყვნენ, რომლებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, მაგრამ ბობი სულ უფრო და უფრო დეპრესიაში იძირებოდა და ცხოვრების მიმართ ინტერესს კარგავდა. უცნობია, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი მის ცხოვრებაში ლედი რომ არ გამოჩენილიყო – ჩიხუახუა, რომელიც მისი ძველი დაქალის, კონის ოჯახში ცხოვრობდა. მეგობარმა დროებით შინაურ ცხოველზე ზრუნვა სთხოვა და ისიც დათანხმდა, თუმცა ყოველგვარი სიამოვნების გარეშე, რადგან ლედს ხალხი დიდად არ უყვარდა და არც ამერიკელი მოწონდა.

წარმოიდგინეთ, რამდენად გაოცებული იყო ბობი, როცა პირველივე დღეს წუწუნა ლედი მისკენ გამოიქცა და დიდი ხნის განმავლობაში პირველად გაღიმება აიძულა. იმ დღიდან ბოდიბილდერი და პატარა ჩიხუახუა განუყრელები არიან. პატარა ძაღლი ბობის ყველა დარდის დავიწყებასა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაში დაეხმარა. დრო მიდიოდა და ახლოვდებოდა მომენტი, როცა მას უნდა დაშორებოდა.

ბობი ლედის მზრუნველობით და სიყვარულით იმდენად მადლიერი იყო, რომ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მის ძმებს დაუთმოს, რომლებიც როგორც ის, ოდესღაც სასოწარკვეთილების პირას იყვნენ. ერთ–ერთ თავშესაფარში ბობიმ წითური ძაღლი კირა გაიცნო. ის არაკეთილმოსურნე ოჯახიდან წამოიყვანეს, სადაც ჭუჭყსა და შიმშილში ცხოვრობდა და პატრონი რეგულარულად სცემდა. თავშესაფარში გააფრთხილეს, რომ ძაღლმა დისციპლინა არ იცის, მაგრამ ბობი მისი სახლში წაყვანა მაინც გადაწყვიტა.

ბოდიბილდერის შემდეგი შინაური ცხოველი გახდა ლეკვი ჰარლი. ახლო ნათესაური შეჯვარების შედეგად დაიბადა და დასთან კვინთან ერთად „წუნდებულად“ აღიარეს. ბობის ლეკვები შეეცოდა და ორივე შეიფარა.

მალე ცხოველებს შეუერთდა ლუსი – ეზოს ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები საბრძოლო ძაღლების სავარჯიშოდ იყენებდნენ. ბობიმ ის ქუჩაში იპოვა – ძაღლი უბრალოდ ფეხებში ჩაუვარდა, შემოეხვია და წასვლაზე უარს ამბობდა.

„გავიყინე. შემდეგ მაგრად ჩავეხუტე. ძაღლი ძალიან შემეცოდა. ერთადერთი, რაც ვიცოდი, ეს ღარიბი გოგო იყო – ეს სისასტიკეა“ – იხსენებს ბობი.

ასე დაიბადა პროექტი Big Guy, Little World. ბობიმ თანამოაზრეებთან ერთად ცხოველების გადარჩენა დაიწყო. ცხოველები ან ბობის დიდი ოჯახის ნაწილი გახდნენ ან მკურნალობის და გამოჯანმრთელების შემდეგ ახალ, კეთილ მფლობელებთან მოხვდნენ.

ამ დროისთვის ჯგუფი უკვე 50 ძაღლს დაეხმარა. ბობი და მისი კოლეგები ქალაქის უპატრონო ცხოველთა კონტროლის სამსახურთან და კერძო თავშესაფრებთან თანამშრომლობენ. შინაურ ცხოველებს 5 თანამშრომელი უვლის და ორი მათგანი მუდმივად ძაღლებთან ერთად ცხოვრობს.

ბობის თქმით, როცა მან ხის იატაკის ბიზნესზე უარი თქვა და ცხოველების დამხმარე სამსახური შექმნა, წუხდა იმაზე, თუ რას იფიქრებდა ხალხი. მას ეგონა, რომ ხალხი გიჟ მოხუცად ჩათვლიდნენ. აღმოჩნდა, რომ ახლობლები და მეგობრები მის ინიციატივას დიდი პატივისცემით ეპყრობიან, ხოლო ბობის დედამ თქვა, რომ „ამაყობს იმით, რასაც ის აკეთებს“.

ბობის სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. მას სურს საკუთარი თავშესაფრის გახსნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, რადგან პანდემიის დროს მათ დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.