კულინარია
ძალიან ჰაეროვანი და არომატული ბისკვიტი კეფირზე, რომელსაც დიეტის დროსაც მივირთმევ. გაინებივრეთ თავი დაბალკალორიული დესერტით
გემრიელი ნამცხვრის გასასინჯად რესტორნებში ან ძვირადღირებულ კაფეებში წასვლა საჭირო არაა. სჯობს, დესერტის მომზადება თავად ისწავლოთ – ამას დიდი კულინარიული უნარები არ სჭირდება.
ფქვილი, კვერცხი და შაქარი ბისკვიტის მთავარი ინგრედიენტებია. დღეს ბისკვიტის კეფირით მომზადების რეცეპტს გთავაზობთ – რძის მჟავე პროდუქტი ბისკვიტს უჩვეულოდ ნაზ გემოს და არომატს მიანიჭებს.
როგორ მოვამზადოთ ტორტის დიეტური ბისკვიტი
დღეს შოკოლადის და ვაშლის ბისკვიტის რეცეპტს გიზიარებთ. გამოცხობის დროს კვერცხი მნიშვნელოვან ინგრედიენტს წარმოადგენს, მაგრამ ბევრს მისი სუნიც კი არ უყვარს, ამიტომ შეგიძლიათ ბისკვიტი უკვერცხოდ მოამზადოთ.
კეფირზე მომზადებული ბისკვიტი კვერცხის გარეშე
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 250 მლ კეფირი
- ½ ჩ/კ საკვები სოდა
- 1 ჭიქა შაქარი
მომზადება:
1. პირველ რიგში, ცალკე ჭურჭელში კეფირი და შაქარი ერთმანეთს აურიეთ.
2. კეფირს დარჩენილი ინგრედიენტები (სოდა, კაკაოს ფხვნილი და ფქვილი) დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. დარწმუნდით, რომ მიღებულ მასაში მკვრივი მასები არ დარჩა.
3. მიღებული მასა საცხობ ფორმაში ჩაასხით.
4. ბისკვიტი 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით მოათავსეთ. გემრიელად მიირთვით!
ვაშლის ბისკვიტი კეფირის დამატებით
თქვენ დაგჭირდებათ:
- 300 გრ ფქვილი
- 2 ვაშლი
- 4 კვერცხი
- 100 გრ კეფირი
- ½ ჩ/კ ვანილი
- 300 გრ შაქარი
კეფირზე მომზადებული ბისკვიტი რულეტის, შარლოტას და სხვა ტკბილი ნამცხვრების გამოსაცხობად შესანიშნავი საშუალებაა. პირველ რიგში, ვაშლი გათალეთ და გული ამოიღეთ, შემდეგ ინსტრუქციას მიჰყევით.
მომზადება:
1. ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით და საცხობი ფორმის ძირში მოათავსეთ, დამჟავების თავიდან ასაცილებლად, ლიმონის წვენი მოასხით.
2. ცალკე ჭურჭელში კვერცხი და შაქარი აურიეთ. ინგრედიენტები მიქსერით ათქვიფეთ.
3. ნელ-ნელა ფქვილი დაუმატეთ და ცომი კარგად მოზილეთ.
4. ბოლოს ვანილი და კეფირი დაუმატეთ, შემდეგ საცხობ ფორმაში გადაასხით.
5. აცხვეთ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთით.
6. თუ კეფირზე მომზადებული ბისკვიტის კალორიულობის შემცირება გსურთ, შაქრის რაოდენობა შეამცირეთ.
სწორი ბისკვიტის ცნება არ არსებობს, კეფირის ბისკვიტის შემთხვევაშიც რძის მჟავე პროდუქტი შეგიძლიათ იოგურტით ან მაწვნით ჩაანაცვლოთ. ტკბილეულის მოყვარულები კი ცუკატებს და სხვა ტკბილეულობას უმატებენ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, სოციალურ ქსელში თქვენს მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.