ჰოროსკოპი
ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება – ნოემბრის ტარო პროგნოზი ანჯელა პერლისგან
Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2022 წლის ნოემბრის ტაროპროგნოზს, რომელიც ანჯელა პერლმა, ტაროლოგმა და ეზოთერიკოსმა შეადგინა. გაეცანით ნოემბრის შთამაგონებელ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის და ცვლილებებს მომზადებული შეხვდით.
ვერძი
მატერიალურ მიზნებში წინსვლა გელით. რაიმე შეიძლება იყიდოთ, დააგროვოთ ან მიიღოთ ფული, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ფინანსურ საკითხებზე კონცენტრირებული იქნებით. მამაკაცი თქვენს საქმეში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს. ყველაფერი გეგმის მიხედვით შეიძლება არ ასრულდეს, მაგრამ იმედი არ გაიცრუოთ. სიახლე ორსულობის შესახებ მოსალოდნელია.
კურო
ნოემბერში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. წარმატება და ბედი თქვენს მხარეს იქნება. ყველაფერს მარტივად შეასრულებთ. ახალი მოულოდნელი სიახლე დიდ სიხარულს მოგიტანთ. კარგი დროა სამოგზაუროდ ან სწავლის დასაწყებად. ეს ბედნიერებას მოგიტანთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
ტყუპები
როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში ყველაფერი რიგზეა. კომფორტს და სიმშვიდეს იგრძნობთ. ეს თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება. თვის ბოლოს ფინანსური დატვირთვა გაიზრდება, ამიტომ ზედმეტი არაფერი დაგეგმოთ. ასე მოულოდნელ ფინანსურ ვალდებულებებს მოიშორებთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. არ შეშინდეთ და თამამად იმოქმედეთ. ყველაფერი გამოგივათ. ჰორიზონტები გააფართოვეთ. დრო შემოქმედებას ან პირად პროექტებს დაუთმეთ. ასე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებას მოახდენთ. თქვენი გეგმა არავის გაუმხილოთ.
ლომი
თვის მეორე ნახევარში სტატუსი შეიძლება შეიცვალოთ. ახალი პოზიცია ახალ ამბიციებს და სურვილებს გამოიწვევს. კარგი დროა, რომ სწავლა დაიწყოთ ან ბიზნესი გახსნათ. თქვენს საქმიანობაზე ხმამაღლა ისაუბრეთ. სხვების მხარდაჭერას იგრძნობთ.
ქალწული
დატვირთული თვე გელით. დასვენებაც ენერგიული გამოგივათ. პრობლემების მოსაგვარებლად სხვებს რჩევა ჰკითხეთ. დამოუკიდებლად არ იმოქმედოთ. ფინანსურად წარმატებული თვეა. მეტ სითამამეს იგრძნობთ. საკუთარ გეგმებში დარწმუნებული იქნებით და აზრს ვერავინ შეგიცვლით.
სასწორი
თქვენთვის ნოემბრის მთავარი თემაა ახალი საქმე, სწავლა და მნიშვნელოვანი პირადი პროექტები. წინსვლა არ შეწყვიტოთ. ვინმეზე ზრუნვა მოგიწევთ. პირადი ცხოვრება სიყვარულით სავსეა. ახალ ურთიერთობაში თავს ბედნიერად იგრძნობთ.
მორიელი
რთული პერიოდი გელით. ბიზნეს პარტნიორთან ან კოლეგასთან კონფლიქტია მოსალოდნელია. გირჩევთ, თქვენი თავი აკონტროლოთ და კამათს მოერიდოთ. კონფლიქტი თქვენს საქმეზე ცუდად აისახება. ამ თვეში იმიჯს, თავის წარმოჩენას, ამბიციებს მეტ დროს დაუთმობთ. თქვენი თავი და ენერგია დააბალანსეთ. თქვენი პირადი წელი იწყება და ბედნიერი შეხვდით.
მშვილდოსანი
დასვენება და პოზიტივზე განწყობა მნიშვნელოვანია. ცოტა ხნით სამოგზაუროდ წადით. თუ ვერ ახერხებთ, დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. მაგალითად, ფილმს უყურეთ, დივანზე წამოწექით ან მასაჟი გაიკეთეთ. ასე სხეულს და გონებას მოადუნებთ, ენერგიით აივსებით. ღირებულ რჩევას მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ. სამსახურში წარმატება გელით, რაც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ორსულობის შესახებ ახალი ამბავი მოსალოდნელია.
თხის რქა
კარდინალური ცვლილებები და ფინანსური ხარჯები მოსალოდნელია. ამისთვის მზად არ იქნებით. პერიოდულად გაგიჭირდებათ, მაგრამ საბოლოოდ კარგ შედეგს მიიღებთ. სამსახურზე ფოკუსირდით, რომ ეს დრო მინიმალური დანაკარგებით გადაიტანოთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ.
მერწყული
ნოემბერში გააცნობიერებთ, რომ გულის მოსასმენად ემოციურად და შინაგანად მზად ხართ. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას მიგახვედრებთ. დიდი ალბათობით, საკუთარი თავის და დანიშნულების ძიებას დაიწყებთ. ასე ბედნიერებას მოიპოვებთ. თვის მეორე ნახევარში ახალი საქმე წარმატებას მოგიტანთ. ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომ მწვერვალები დაიპყროთ.
თევზები
დინებას მიყევით და ყველაფერი რიგზე იქნება. ბევრი რამ ნათელი გახდება და თავის ადგილს დაუბრუნდება. ზოგიერთი საქმე და ფინანსები შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მოითმინეთ და დაელოდეთ. თვის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. დიდხანს არ იფიქროთ და რამდენიმე პროექტიდან ერთი აირჩიეთ.
ნოემბერი სიურპრიზებით იქნება სავსე. ამას 8 ნოემბერს მთვარის დაბნელება ხელს შეუწყობს.