Connect with us

ვიდეო

ცხელ ნახერხში კიტრის დარგვის მეთოდი საუცხოო მოსავლის მისაღებად

კიტრის დარგვა აპრილში – საპასუხისმგებლო საქმეა. კარგი მოსავლის მისაღებად ლამაზ შეფუთვაში კარგი ხარისხის თესლის შეძენა საკმარისი არაა. პირველი გამოცდა წარმატებით უნდა გაიაროთ და კიტრის აღმოსაცენებლად ყველაფერი გააკეთოთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ ხდება, ამასთან პრობლემა ცუდ თესლში არაა.

დღეს გიამბობთ, თუ ზოგჯერ კიტრის სწორი დარგვაც კი სასურველ შედეგს რატომ არ იძლევა. ასევე გთავაზობთ პრობლემის გადაჭრის მეთოდს – კიტრის დარგვის განსაკუთრებულ მეთოდს, რომელიც ძლიერი ნერგების მომზადებაში დაგეხმარებათ და მოსავალზე დადებით გავლენას იქონიებს.

კიტრის დარგვა აპრილში

ზოგიერთ მებოსტნეს ნერგებზე თავის შეწუხება არ უყვარს. ისინი მშრალ ან უკვე გაღვივებულ თესლს მიწაში რგავენ და ელოდებიან. შეიძლება 1 ან 2 კვირა გავიდეს, მაგრამ აღმონაცენები მაინც არ გამოჩნდეს. მიწის გათხრის შემდეგ კი სიცარიელეს დაინახავთ. დროა გამყიდველს ეჩხუბოთ? სავარაუდოდ, ის არაფერ შუაშია.

საქმე იმაშია, რომ ჩვენს ნაკვეთებში ხშირია მავნებლები, რომლებიც გემრიელი თესლების ჭამას ელოდებიან. ესაა თაგვები, ბიგები, ჭიანჭველები და ბევრი სხვა მშიერი არსება. მათთან ბრძოლა შეიძლება, მაგრამ საგრძნობ შედეგს ვერ დაინახავთ.

უფრო მარტივია უკვე ძლიერი ნერგები დარგოთ, რომ მავნებლებს მათი ჭამის შანსი არ ჰქონდეთ. ამისთვის ნერგები მავნებლებისგან მოშორებით სპეციალურ ნიადაგში ან ჩვეულებრივ ნახერხში დარგეთ.

ეს უკანასკნელი მეთოდი კარგია იმით, რომ კიტრის ნაზი ფესვების სისტემა შემდგომი გადანერგვის დროს არ ზიანდება, ამიტომ მცენარის გადარჩენის დიდი შანსი არსებობს.

შესაფერისი ნახერხი შეგიძლიათ ზოომაღაზიაში შეიძინოთ. უნივერსალური ხის ნახერხი არა მხოლოდ ცხოველების ცხოვრებას ამარტივებს, არამედ მებოსტნეებსსაც ეხმარება, თუ მათ სამეზობლოში სახერხი ვერ იპოვეს.

შერჩეულ ყუთში ნახერხი ჩაყარეთ და ამით ძირი დაფარეთ. შემდეგ ზემოდან ცხელი წყალი (შეგიძლიათ პირდაპირ ჩაიდნიდან) დაასხით. მალე ნახერხი გასივდება და ფხვიერი მასა გახდება.

ახლა ცხელი ნახერხის ზედაპირზე კიტრის თესლები მოაყარეთ. არ ინერვიულოთ, კიტრი სითბოთი გათბება და სწრაფად გაღვივდება.

ზემოდან ასევე ტენიანი და ფხვიერი ნახერხი მოაყარეთ. ახლა ყუთს თავსახური დააფარეთ და ბაღში, სათბურში ან სხვა შესაფერის ადგილას დადეთ.

რამდენიმე დღეში კიტრი უკვე გაღვივდება, ხოლო როცა მისი ფოთლები აღმოცენდება, შეგიძლიათ ბოსტანში გადარგოთ. ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ნახერხიდან ასეთი ნაზი კიტრის ამოღებაც კი ძალიან მარტივია, ამასთან ფესვთა სისტემა არ ზიანდება. შეგიძლიათ გადარგოთ და კარგ მოსავალს თავდაჯერებულად დაელოდოთ.