Connect with us

მოდა და სტილი

ცნობილი ქალების 20 მწვავე ციტატა მამაკაცების შესახებ

როგორები არიან მამაკაცები? ჩვენ 20 საკმაოდ მწვავე ციტატა შევაგროვეთ, რომლებიც ცნობილ ქალებს ეკუთვნით.

იუმორის გრძნობა შესანიშნავი თვისებაა. დროულად წარმოთქმული ხუმრობა კონფლიქტს თავიდან აგაცილებთ, სიტუაციას განმუხტავს, მოტივაციას მოგცემთ და ადამიანის მიმართ ურთიერთობის შეცვლაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხუმრობა მწვავე სიმართლეს შეიცავს.

1. “მამაკაცი საკუთარ თავზე არ ფიქრობს მხოლოდ იმ წუთებში, როცა დარწმუნებულია, რომ ვიღაც სხვა მხოლოდ მასზე ფიქრობს“ – ლუიზა ლებლანი.

2. “ნამდვილი მამაკაცი არის მამაკაცი, რომელმაც ქალის დაბადების დღე ზუსტად ახსოვს და არასდროს იცის, თუ რამდენი წლისაა. მამაკაცი, რომელსაც ქალის დაბადების დღე არ ახსოვს, მაგრამ მისი ასაკი ზუსტად იცის, ეს მისი ქმარია“ – ფაინა რანევსკაია.

3. “მამაკაცის სახლი სიმაგრეა, ოღონდ მხოლოდ გარედან. შიგნით ხშირად მხოლოდ საბავშვო ოთახია“ – კლერ ლიუსი.

4. “თავიდან ქალი 10 წელი მამაკაცის შეცვლას ცდილობს, შემდეგ წუწუნებს, რომ ის ისეთი აღარაა, როგორიც მასზე გათხოვების დროს იყო“ – ბარბარა სტრაიზანდი.

5. “მამაკაცი ტკივილს მიჩვეული არაა, როგორც ცხოველი. როცა მას ტკივა, იმწამსვე ისეთი თვალები აქვს, რომ ყველაფერს გააკეთებთ, ოღონდ შეწყვიტოს“ – მარინა ცვეტაევა.

6. “საუკეთესო მეთოდი მამაკაცს რაღაცის გაკეთება აიძულოთ – მიანიშნეთ, რომ ასეთი საქმეებისთვის უკვე ბებერია“ – შირლი მაკლეინი.

7. “მამაკაცები გასაოცრად ალოგიკურები არიან: ამტკიცებენ, რომ ყველა ქალი ერთნაირია და მუდმივად ერთს მეორეზე ცვლიან“ – სიდონი კოლეტი.

8. “მამაკაცები საპნის ბუშტებს ჰგვანან: პირველი ყოველთვის წარუმატებელია, მეორე უკვე საუკეთესო, მაგრამ მხოლოდ მესამეა ნამდვილად ცისარტყელასავით ლამაზი“ – ფაინა რანევსკაია.

9. “სწორად მიტოვებული მამაკაცი ბუმერანგივით ბრუნდება“ – გერტრუდა სტაინი.

10. “ზოგიერთი ქალის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან არაფრის გამო ძლიერ აღიგზნება, შემდეგ კი ამ არაფრის გამო ცოლად მიყვება“ – შერი.

11. “ქალი, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მამაკაცის თანასწორი იყოს, ნაკლები ამბიცია აქვს“ – მერილინ მონრო.

12. “მამაკაცი, რომელიც ფიქრობს, თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენს ქალზე, ხშირად არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს“ – მარინა ზუდინა.

13. “ბუნებაში სასწაული მაინც ხდება. ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ერთი შეხედვით მიმზიდველი არაა, რომელიღაც ქალის რჩეული აუცილებლად ხდება“ – აგათა კრისტი.

14. “გემოვნება ნელნელა ყალიბდება. 20 წლის წინ ცოლად გავყევი მამაკაცს, რომელსაც დღეს სადილზეც კი არ დავპატიჟებდი“ – ელიზაბეტ ტეილორი.

15. “ქალები შეიძლება ორგაზმის იმიტირებას აკეთებენ. სამაგიეროდ, მამაკაცები ურთიერთობის იმიტირებას აკეთებენ“ – შერონ სტოუნი.

16. “მამაკაცი ჩვეულებრივ არ უსმენს იმას, რასაც ეუბნებით. ის უსმენს იმას, რის მოყოლასაც თავად აპირებს“ – ვანდა ბლონსკაია.

17. “თუ ქალი ხასიათს გამოავლენას, მასზე ამბობენ „მავნე ქალია“. თუ ხასიათს მამაკაცი ავლენს, მასზე ამბობენ „ის კარგი ბიჭია“ – მარგარეტ ტეტჩერი.

18. ”ძველი თეორია ამბობს: „ცოლად გაყევით მამაკაცს, რომელიც თქვენზე უფროსია – ის უფრო ჩამოყალიბებულია“. თუმცა ახალი თეორია ამბობს: „ცოლად გაყევით მას, ვინც თქვენზე ახალგაზრდაა“ – რიტა რუდნერი.

19. “ყველა მამაკაცი არ წავა რესტორანში ქალთან ერთად, რომელსაც ღრმად ამოჭრილი წითელი საღამოს კაბა აცვია. სავარაუდოდ, უფრო მოკრძალებულად ჩაცმულს დაპატიჟებს და მთელი საღამო თვალს არ მოაშორებს ღრმად ამოჭრილი წითელი კაბის მქონე ქალს“ – იანინა იპოხორსკაია.

20. “ძლიერ მამაკაცს თვითგამოხატვის დამტკიცება არ სჭირდება ქალის ხარჯზე, რომელსაც მის მიმართ სიყვარულის სისუსტე გააჩნია. მას ძალის გამოსავლენად სხვა გზაც აქვს“ -მერილინ მონრო.