თავის მოვლა
ცნობილი პარიკმახერის პასუხი, შეიძლება თუ არა ჭაღარა თმის ამოძრობა
ჭაღარა თმა ყოველთვის მოულოდნელად ჩნდება. მის დანახვაზე სასოწარკვეთაში ვვარდებით, ზოგჯერ პანიკა გვეწყება. პირველი ფიქრები ყვირის, რომ სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ. ასეა სინამდვილეში? საჭიროა თუ არა უფერო თმის ამოძრობა?
ალბათ, გსმენიათ, რომ ჭაღარა თმის ამოძრობა არ შეიძლება. ამბობენ, რომ ასე უფრო მეტი ჭაღარა გაჩნდება. გასაგებია, რომ ასე არაა. თმის ამოძრობა მის სისქეზე დადებით გავლენას რომ ახდენდეს, სიმელოტის საკითხი მოგვარდებოდა. აღმოჩნდა, რომ საქმე სხვა რამეშია!
ჭაღარა თმა: ამოვიძროთ თუ დავიტოვოთ
ამერიკელი ცნობილი პარიკმახერი ტრეი გილენი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს. მამაკაცი ამბობს, რომ ჭაღარა თმის ამოძრობა კატეგორიულად არ შეიძლება. ასე რიგი გართულებები შეიძლება გამოვიწვიოთ. დაზიანებული ფოლიკულის ადგილზე ნაწიბური ან სიმელოტე შეიძლება გაჩნდეს. გარდა ამისა, ინფექცია ადვილად შეიძლება აიკიდოთ. გილენის მოსაზრებას ჯერ კიდევ 2009 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაჭაღარავება ყოველთვის ბუნებრივი დაბერების ნიშანი არაა. ძალიან ხშირად თმა სტრესის, გენეტიკის და თამბაქოს მოწევის გამო უფერულდება. თუ ბოლო ორ შემთხვევაში ვერაფერს გახდებით, სტრესისგან გაჭაღარავებას შეგიძლიათ ებრძოლოთ.
მკვლევარები თვლიან, რომ სტრესის მოშორება და ემოციური ბალანსის აღდგენა თმას ფერს დაუბრუნებს. ეს მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ თმა ახლახანს გაუფერულდა. თუ შეამჩნიეთ პირველი ჭაღარა, მაშინვე ემოციურ ფონს გადახედეთ.
გახსოვდეთ, რომ ჭაღარა თმა განაჩენი არაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი მეთოდი არსებობს, თუ თმის ფერის შეცვლას პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ. თუ ჭაღარა თმის ქონა არ გსურთ, შეიღებეთ და ტონირება გაიკეთეთ. გახსოვდეთ, რომ ჭაღარა თმა ძალიან ლამაზი და უჩვეულოა.