Connect with us

ჯანმრთელობა

ციტრუსის ცედრა: სასარგებლო თვისებები და ნაყენის რეცეპტები

დღეს გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ფორთოხლის, ლიმონის და გრეიფრუტის ცედრა სამკურნალო მიზნით. ჩვენს ქვეყანაში ციტრუსი ფართოდ არის გავრცელებული. დროა არომატული სამკურნალო საშუალება მოიმარაგოთ.

ცედრა როგორც ხმელი, ასევე ახალი სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას ზოგადი გამაძლიერებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისიმსივნური, ანტიოქსიდანტური მოქმედებები გააჩნია. ფორთოხლის და ლიმონის ცედრა სურდოს, გრიპის და მწვავე ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, ათეროსკლეროზის, სახსრების დაავადების დროს გამოიყენება. ის მადას აუმჯობესებს და საჭმლის მონელებას ააქტიურებს. მას ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. ცედრის გამოყენება არ ღირს, თუ ციტრუსზე ალერგია გაქვთ.

ფორთოხლის ცედრის ნაყენი

100 გრ ხმელ, დაქუცმაცებულ ცედრას 0,5 ლ არაყი დაასხით, ჩატუმბეთ და 2 კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ. გადაწურეთ და 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ სურდოს და მაღალი ტემპერატურის დროს. ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ნაყენი ამავე სქემით 1 თვე დალიეთ. ასეთი კურსი წელიწადში 2-ჯერ გაიმეორეთ. ამ საშუალების უკუჩვენებაა ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

გრეიფრუტის ცედრის ნაყენი (თესლებთან ერთად)

50 გრ ხმელ, დაქუცმაცებულ ცედრას და 20 გრ ხმელ გრეიფრუტის თესლს 0,5 ლ არაყი დაასხით, ჩატუმბეთ და 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. გადაწურეთ და იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 2-დან 4 კვირამდე. ეს საშუალება ჰელმინთების გამოდევნას და არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ჰიპოტონიის დროს დიდი სიფრთხილით მიიღეთ. მოსალოდნელია ინდივიდუალური აუტანლობა. ნაყენის მიღების უკუჩვენება ყაბზობისკენ მიდრეკილება.

ლიმონის ცედრის ზეთი

ახალი ლიმონის ცედრა დააქუცმაცეთ (შეგიძლიათ ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატაროთ) და ნებისმიერი მინის ქილის 2/3 მოცულობა გაავსეთ. მცენარეული ზეთით (მზესუმზირა ან ზეითუნი) ქილა ბოლომდე გაავსეთ, ჩატუმბეთ და ბნელ ადგილას 2 კვირა დააყენეთ. გადაწურეთ და გაციების დროს 1 ჩ/კ ლიმონის ცედრის ზეთი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ეს ზეთი გარეგნულად სახსრების და კანის დაავადებების დროს გამოიყენეთ, თმის ცვენის დროს თავის კანში შეიზილეთ.