Connect with us

ჯანმრთელობა

ცისტიტი: ყველაფერი, რაც მისი სიმპტომების, მკურნალობის და პროფილაქტიკის შესახებ უნდა იცოდეთ

ცისტიტი ცხოვრების მანძილზე ყოველ მესამე ქალს აწუხებს. დღეს გიამბობთ, თუ როგორ აიცილოთ ცისტიტი და რა გააკეთოთ, თუ დაავადების თავიდან აცილება ვერ შეძელით.

ცისტიტი, განსაკუთრებით მწვავე, ძალიან გავრცელებული, მაგრამ უპირატესად „ქალური“ დაავადებაა: თუ ქალებს შორის ერთხელ მაინც ყოველი მესამე ქალს ცისტიტი აწუხებს, კაცებში 10 ათას ადამიანში მხოლოდ 6-8-ჯერ ფიქსირდება. ფიზიოლოგიური მახასიათებლების გამო ქალებმა ცისტიტის სიმპტომების, ასევე მისი წარმოშობის მიზეზების და საპროფილაქტიკო მეთოდების შესახებ უნდა იცოდნენ.

საიდან ჩნდება ცისტიტი

დაავადების მთავარი დამნაშავე ნაწლავური ჩხირია. შარდის ბუშტში მისი მოხვედრის გამო (ჰიგიენის წესების დარღვევის გამო) დაავადებების შემთხვევების 90% ხდება. ცისტიტის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია, ალერგია, სხივური ან ქიმიოთერაპიის შედეგი.

მწვავე ცისტიტის სიმპტომები

მწვავე ცისტიტი ქრონიკულ ფორმაში რომ არ გადავიდეს და მძიმე გართულებები არ გამოიწვიოს (მათ შორის ფერტილურობა) მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ. სწორედ ამიტომ, დაავადების სიმპტომების შესახებ უნდა იცოდეთ და აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართოთ. აი, ცისტიტის ყველაზე გავრცელებული ნიშნები:

  • მწველი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • მუდმივად ტუალეტში გასვლის სურვილი
  • მტკივნეული შარდვა
  • შარდის ბუშტის გავსების მუდმივი შეგრძნება, თუნდაც გაღვიძებისას
  • შარდის მუქი ფერი
  • მკვეთრი, უსიამოვნო შარდის სუნი

ცისტიტის გამომწვევი სხვა ფაქტორები

ქალები, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში არიან, ასევე ორსულები და ისინი, ვინც ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იღებენ, გაზრდილ რისკ-ჯგუფში შედიან: ორგანიზმის ჰორმონალური ფონის ცვლილება მიკროფლორის დაზიანებას და იმუნიტეტის შემცირებას იწვევს. ამ ყველაფრის გამო ორგანიზმი ინფექციების, მათ შორის ცისტიტის მიმართ დაუცველი ხდება.

ცისტიტის ალბათობა იზრდება, თუ გაწუხებთ დიაბეტი ან შარდკენჭოვანი დაავადება. გადატანილი ინფექციური დაავადება (განსაკუთრებით, თუ ანტიბიოტიკებს იღებდით) შეიძლება ცისტიტის გამწვავების მიზეზი გახდეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ცისტიტს იწვევს – სექსი. ზოგჯერ სქესობრივი აქტის დროს ბაქტერიები შარდის მილში ხვდება და ანთება შარდის ბუშტის მექანიკური გაღიზიანების გამო ვითარდება. ექიმები გირჩევენ, რომ სქესობრივი აქტის შემდეგ დაიბანოთ და დაავადების განვითარების რისკი შეამციროთ, ასევე სექსის შემდეგ ტუალეტში გახვიდეთ.

ცისტიტის პროფილაქტიკა

დაავადების განვითარება თავიდან რომ აიცილოთ, სასქესო ორგანოების ჰიგიენა დაიცავით. კარგად დაიბანეთ, საცვლები დროულად გამოიცვალეთ. დასაბანად რბილი, ნატურალური, უსუნო საშუალებები ან უბრალოდ წყალი გამოიყენეთ.