Connect with us

ყვავილები

ცისკარა – ცოლქმრული ცხოვრების მფარველი! გასაკვირი არაა, რომ ადრე ყველა სახლში იზრდებოდა

ცისკარას (Levisticum) სახელი საკუთარ თავზე თავად საუბრობს. მცენარე შექმნილია იმისთვის, რომ სიყვარულს ხელი შეუწყოს.

გასაოცარი მცენარის თვისებები მრავალფეროვანია: სანელებელიც და სამკურნალო საშუალებაც არის. ამასთან შეგიძლიათ ბებიების რეცეპტით კოსმეტიკური საშუალების სახით გამოიყენოთ. გასაკვირი არაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ცისკარა ყველა სახლში იზრდებოდა.

ცისკარა: სასარგებლო თვისებები

ცისკარას ქოლგისებრი ოჯახის ნათესავებთან (ოხრახუში და ნიახური) ცოტა საერთო აქვს. ამის გამო ბრიტანელებმა მას „შეყვარებული ოხრახუში“, რუსეთში კი „ზამთრის ნიახური“ შეარქვეს.

მის შემადგენლობაში 200-ზე მეტი ნივთიერება შედის. მათ შორისაა კალიუმი, ფართო მოქმედების ვიტამინები, ვაშლის მჟავა და ღირებული ეთერზეთი, რომელიც მცენარის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს.

ცისკარას ფოთლებს ნიახურის მსგავსი, დამახასიათებელი, ცხარე, ოდნავ მოტკბო სუნი აქვს. გემო ცოტაოდენ მარილიანი, ორიგინალური და ოდნავ მწარეა.

ცისკარა ხალხურ მედიცინაში

მცენარე სამკურნალო მიზნით ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მას ამოსახველებელი, შარდმდენი, მატონიზირებელი, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და სისხლის გამწმენდი მოქმედება აქვს.

1. ნაყენი ბრონქიტის და კოლიტის დროს

4 გრ თესლს ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. 15 მლ დღეში 3-ჯერ დალიეთ.

2. ნაყენი წყლულის დროს

2 ს/კ ცისკარას ფესვები, 5 გრ ბაბუაწვერას ფესვები და 15 გრ ტუხტის ფესვები აურიეთ. 9 დღე 0,5 ლ არაყსა და 0,5 ჭიქა თაფლში დააყენეთ. 30 მლ დილა-საღამოს დალიეთ.

3. ნაყენი შეშუპების დროს

1 ს/კ ცისკარას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 3 საათით დააყენეთ, შემდეგ გააგრილეთ. 1 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

4. ნაყენი გულის დაავადების დროს

30 გრ მშრალი ფესვები 1 ლ წყალში 7 წუთით ადუღეთ. დღის განმავლობაში 5 მიღებაზე გადაანაწილეთ.

5. საშუალება თმის ცვენის დროს

2 ჩ/კ ფესვები თერმოსში ჩაყარეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. მთელი ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ და თავის კანზე შეიზილეთ. თავი პირსახოცით შეიფუთეთ და 2 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი კვერცხის გულით გაიწმინდეთ. კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

6. საშუალება პოტენციის ასამაღლებლად

2 ჩ/კ ცისკარას ფესვებს 0,5 ლ არაყი დაასხით და 2 თვე დააყენეთ. ყოველდღე დესერტის კოვზით დალიეთ.

ცისკარას უკუჩვენება

მრავალი სამკურნალო თვისების მიუხედავად ცისკარას თავისი უკუჩვენება აქვს. მისი მიღება რეკომენდებული არაა, ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის, ასევე შემდეგი დაავადებების დროს:

  • ჰემოროიდალური და საშვილოსნოს სისხლდენა
  • საშვილოსნოს ანთება
  • ქოლგისებრი ოჯახის მცენარეებს ალერგიული რეაქცია
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა

სილამაზის ბალახი

ცისკარას შეიძლება სილამაზის ბალახი ვუწუდოთ. მას თმის ცვენის საწინააღმდეგო და ზრდის ხელშემწყობ საშუალებებში უმატებენ. წვენი სახის კანს ათეთრებს. ეთერზეთი კრემებში ჭორფლების საწინააღმდეგოდ და პიგმენტაციის შესამცირებლად გამოიყენება.

აბაზანა ცისკარათი კანის ანთებას აქრობს, მცირე ბზარებს და ჭრილობებს შეხორცებაში ხელს უწყობს. ლოსიონები და ნახარშები აკნეს, ფერიმჭამელებს და ჩირქოვან ანთებას კურნავს.

ძველი ტრადიციით ცისკარას აბაზანაში ახალშობილის დაბანა არის მიღებული. ითვლება, რომ გოგოს ეს სილამაზეს მოუტანს, ხოლო ბიჭი, როცა გაიზრდება, გოგოებს ეყვარებათ.  ასევე ცისკარას გოგოს ლოგინში დებენ, რომ მათ საკუთარი ბედნიერება აირჩიონ და არა სხვისი, და ბედნიერება სამუდამოდ მათთან დარჩეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.