ჯანმრთელობა
ცელულიტის 5 რეალური მიზეზი
თუ გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ არ ტოვებს თქვენს თეძოებს ცელულიტი, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ:
ჰორმონალური დარღვევები. ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ ცელულიტის ჩამოყალიბებაში. ქალური ჰორმონი ესტროგენი სისხლს სწორად ცირკულირებაში ეხმარება, მისი შემცირება კი სისხლის მიმოქცევას აუარესებს და კოლაგენის გამომუშავებას უშლის ხელს. ასაკის მატებასთან ერთად ქალბატონებში ესტროგენის გამომუშავება მცირდება და კანი მიდრეკილი ხდება ცელულიტისკენ. მოკლედ, თუ ყველა ხერხი სცადეთ და ცელულიტი არ შემცირდა მაშინ ჰორმონალური ფონი აუცილებლად შეიმოწმეთ.
მავნე ჩვევები. მავნე ჩვევებზე უარის თქმა არა მარტო თქვენს სახეს გააუმჯობესებს, არამედ მთლიანი სხეულის კანსაც. მაგალითად, მოწევა სისხლძარღვებს ავიწროვებს და კოლაგენის წარმოქმნას უშლის ხელს, ეს კი კანს ძალიან აზიანებს.
არასწორი ვარჯიში და სწორი კვება: აჯობებს უპირატესობა ძალისმიერ ვარჯიშებს მიანიჭოთ. კარდიო მხოლოდ წონის კლებაში გეხმარებათ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები რომლებიც 30 წუთიან კარდიო ვარჯიშს კვირაში სამჯერ ასრულებენ, 8 კვირის განმავლობაში 2 კილოგრამს იკლებენ მაგრამ კუნთის მასას ვერ ზრდიან. ხოლო 15 წუთი კარდიოსა და 15 წუთი ძალისმიერი ვარჯიშების კვირაში სამჯერ შესრულებით 2 კილოგრამ ცხიმს დაკარგავთ ხოლო კუნთი კი მოგემატებათ. რაც შეეხება მარილსა და წყალს ალბათ ხვდებით რომ მარილი წყალს აკავებს და უნდა შეამციროთ!!!
მასაჟის იგნორირება: მასაჟი ადგილობრივ სისხლის მიმოპქცევას აუმჯობესებს, რაც დადებითად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე. გაიკეთეთ მასაჟი დღეში სამჯერ – 5-5 წუთი.
სტრესი: აი ძირითდი მიზეზი. თქვენი ორგანიზმი სტრესზე – სისხლში სპეციალური ჰორმონებით რეაგირებს. ხდება წნევის და შაქრის დონის მატება , სისხლძარღვები სხეულის ერთ ნაწილში ვიწროვდება მეორე ნაწილში კი ფართოვდება. ადრენალინი – თირკმელზედა ჯირკვალში სტრესის დროს გამომუშავდება. მან შეიძლება წყლის შეკავება, ცხიმების “გადანახვა” და შესაბამისად ცელულიტის გაჩენა ან არსებული ცელულიტის უფრო გართულება გამოიწვიოს.