Connect with us

საკითხავი

ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს და ტანსაცმელს ყოველთვის კარგი სუნი ჰქონდეს – რამდენიმე ხრიკი

ბებიების გამოცდილი საშუალება კარადების გასაახლებლად იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. რაც მთავარია, ჩრჩილი აღარ შეგაწუხებთ. სუნი? შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სიჯანსაღის სუნია.

ნათესავი მარწმუნებდა, რომ ჩვენი ბებიები ამ მეთოდით ჩრჩილს და ობის სუნს იშორებდნენ. იმ დროს ავეჯი საკმაოდ სუნიანი იყო. ნახეთ, როგორ მიაღწიოთ კარადში ჯანსაღ სუნს და ჩრჩილის გაჩენა თავიდან აიცილოთ.

პერიოდულად კარადიდან ყველა თეთრეულს და ტანსაცმელს ვიღებ. ვანიავებ, რომ ქსოვილმა ახალი ჰაერით ისუნთქოს და შემდეგ კვლავ ვკეცავ. მანამდე კი კარადას, მის თაროებს და კედლებს ძმრიანი წყლით კარგად ვწმენდ.

ეს იაფი საშუალება ჩემთვის ერთადერთია, რომელიც მიკრობებს ანადგურებს. ტანსაცმელმა, რომელსაც ვიცვამთ, შეიძლება ალერგია და რიგი სხვა უსიამოვნება გამოიწვიოს, თუ კარადაში ობი და სხვა მიკროორგანიზმები გაჩნდება.

ძმრის ერთი დიდი მინუსი – უსიამოვნო სუნი. მე ასე ვაკეთებ: ჯერ კარგად დასველებული სალფეთქით კარადის შიდა ზედაპირას ვწმენდ, შემდეგ გასაშრობად ვტოვებ და კიდევ ერთხელ ცივი წყლის და სოდის ნარევით ვწმენდ. ამის შემდეგ კვლავ გასაშრობად ვტოვებ. კარადის ასეთ დამუშავებას თვეში ერთხელ ვაკეთებ.

დახურულ კარადაში ყოველთვის კარგი სუნი რომ ტრიალებდეს და ჩრჩილი არ გაჩნდეს, სხვა საშუალება დაგჭირდებათ. ადრე ეთერზეთებში გაჟღენთილ ბამბის დისკებს ხშირად ვიყენებდი. ასეთი საშუალება დიდხანს არ ძლებს და ტანსაცმელზე ეთერზეთების სუნი დიდად არ მომწონს.

ცოტა ხნის წინ ნათესავთან სტუმრად ვიყავი. ის სახლს ალაგებდა და კარადას ანიავებდა. სანამ ვსაუბრობდით, მან ტანსაცმელი დაკეცა და შევნიშნე, რომ თეთრეულთან და ტანსაცმელთან ერთად თაროზე სააბაზანოს საპონს დებდა. ჯერ გავოცდი.

ნათესავმა მითხრა, რომ ასე საპონს აშრობდა (ამ ფორმით აბაზანაში დიდხანს იყენებს). ამასთან კარადაში უსუნოდ სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. ტანსაცმელს დავსუნე კიდეც. სუნი პრაქტიკულად არ ჰქონდა, მხოლოდ აბაზანის საპნის სიჯანსაღე იგრძნობოდა. უბრალოდ სიჯანსაღე, ხვდებით? ასეთი ხრიკი მომეწონა და ახლა მეც ასე ვაკეთებ!