Connect with us

ჯანმრთელობა

ჩინურმა ლიმონურამ ყავა დამავიწყა. შეუდარებელი ბუნებრივი სტიმულატორი

ლიმონურას ნაყოფი სექტემბერში მწიფდება, გამოდის, დროა მოსავალი აიღოთ. ჯადოსნური კენკრა შესანიშნავი სამკურნალო მასალაა. ჩინური ლიმონურას კენკრის შემადგენლობაში შედის ნივთიერება სქიზანდრინი, შესანიშნავი ბუნებრივი სტიმულატორი.

სქიზანდრინი არტერიულ წნევას ზრდის, ზოგადი გამაძლიერებელი და მატონიზირებელი მოქმედება აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემის, სასუნთქი აპარატის და გულის კარგი მუშაობისთვის ლიმონურა განსაკუთრებით სასარგებლოა!

ლიმონურას სარგებელი

ჯადოსნური ნაყოფი შრომისუნარიანობას ზრდის და სასარგებლოა მათთვის, ვისაც სერიოზული ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვა აწუხებს. დაბალი წნევის დროს ეს მცენარე ნამდვილი მხსნელია. ლიმონურას ნახარშით, ხმელი ნაყოფით ან მურაბით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ დილის ყავა: ეფექტი იმდენად ძლიერი იქნება, რომ ორგანიზმი მთელი დღე დამუხტული იქნება.

ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონიის, ასთენური სინდრომის და ზოგადი სისუსტის დროს თქვენს ვიტამინების რაციონში ღირებული პროდუქტი ჩართეთ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ლიმონურას ნაყოფით. მათი დახმარებით ბევრ მედიკამენტს წარმატებით ჩაანაცვლებთ და ჯანმრთელობას გააძლიერებთ. გაუმართლა მათ, ვის აგარაკზეც ჩინური ლიმონურა იზრდება.

ჩინურ ლიმონურას ხშირად „ხუთი გემოს კენკრას“ უწოდებენ. კენკრაში გაერთიანებულია შეუძლებელი: ერთდროულად მწარე, ტკბილი, მჟავე, მარილიანი და მწკლარტე გემო. ყველაფერი, რასაც ლიმონურადან მოამზადებთ, ძალიან სპეციფიკური იქნება – წამალია, რა უნდა ვთქვათ!

1. ახალი ლიმონურას კენკრის ნაყენი

ძლიერი მატონიზირებელი საშუალება. 3 ნაწილ ლიმონურას კენკრას 1 ნაწილი 70%–იანი სპირტი დაასხით. ერთ დღეში სამკურნალო საშუალება მზად იქნება. 20 წვეთი წყალში გააზავეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ. ნაყენი დაღლილობას, ძილიანობას გააქრობს, მადას გაზრდის და ორგანიზმის დამცავ ძალებს ტონუსში მოიყვანს.

2. ნაყენი „ძლიერი“

ლიმონურას კენკრა დააქუცმაცეთ და 70%–იანი სპირტი დაასხით. 20 გრ კენკრაზე საჭიროა 100 მლ სპირტი – 1:5. მუქი ფერის ბოთლში ლიმონურა 10 დღე დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ, ნარჩენები კარგად დაგწურეთ და სითხეს დაუმატეთ. რამდენიმე დღეში ნაყენი მზად იქნება. ნერვული გამოფიტვის პროფილაქტიკის მიზნით და სამკურნალოდ 30 წვეთი ნაყენი უზმოზე, კვირაში 3–ჯერ დალიეთ.

3. ლიმონურას თესლის ფხვნილი

კენკრა გახეხეთ, თესლი მოაშორეთ და გაახმეთ. ყავის საფქვავით დაფქვით. დღეში 3 გრ ფხვნილი საკმარისი იქნება, რომ ძალიან მაღალ შრომისუნარიანობას მხარი დაუჭიროთ. ლიმონურას თესლის ფხვნილის მიღება რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ღამის ცვლაში ხშირად მუშაობს.

4. ლიმონურა თაფლით

ლიმონურას ნაყოფი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და თაფლი დაასხით. ნარევი მაცივარში შეინახეთ. ჩაისთვის ლიმონის შესანიშნავი ალტერნატივაა. 1 კოვზი ლიმონურა თაფლით დილით სწრაფად გაღვიძებასა და ახალ ენერგიულ დღეზე გადართვაში დაგეხმარებათ.

5. ლიმონურას კენკრის წვენი

მწიფე კენკრა გაწურეთ, შეგიძლიათ მასში კურკები დატოვოთ ან ამოიღეთ, რადგან მათ დამახასიათებელი მომწარო გემო აქვთ. წვენს შაქარი აურიეთ და მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით. წვენი დახურულ ბოთლში 3 წელი შესანიშნავად ინახება, ობს არ იდებს და არ ფუჭდება. შეგიძლიათ ჩაის მიაყოლოთ ან დესერტებს დაუმატოთ – ნაზი ლიმონის არომატი წარმოუდგენლად სასიამოვნოა.

6. ვაშლის მურაბა ჩინური ლიმონურით

მურაბისთვის დაგჭირდებათ ლიმონურას კენკრა, ვაშლი და შაქარი. ლიმონურა მოხარშეთ, გახეხეთ. თესლი ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს – არ გადაყაროთ, მურაბაში დატოვეთ. ვაშლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ლიმონურასთან და შაქართან ერთად ხარშეთ. ნაზი მურაბა სასიამოვნო არომატით მზად იქნება. შეგიძლიათ იმდენი შაქარი დაუმატოთ, რამდენიც გსურთ. ცოტა შაქრითაც კი მურაბა გემრიელი იქნება. რაც მთავარია, უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ჩვეულებრივი მურაბა.

როცა ძალა აღარ გაქვთ, მადა ქრება, არაფრის გაკეთება არ გსურთ – ცოტა ჩინური ლიმონურა მიიღეთ. თუ ახალი კენკრა არ გაქვთ, ხმელი ლიმონურა შეჭამეთ, რომელსაც ჩირების თაროზე ყოველთვის იპოვით. ხმელი ნაყოფიც კი ღირებულია.

ლიმონურას ხმელი ფოთლები და ყლორტები შეგიძლიათ მოხარშოთ – სასიამოვნო გამამხნევებელი ჩაი გამოგივათ. ლიმონურას იმპოტენციის და გასტრიტის სამკურნალოდ იყენებენ – გაზრდილი მჟავიანობის დროს თესლის ფხვნილს, დაბალი მჟავიანობის დროს – კენკრის წვენს.

ჩინური ლიმონურა თავის ტვინის ქერქს აღაგზნებს, მაგრამ ამასთან ნერვული უჯრედების დაშლას არ იწვევს! უს უნაკლო ბუნებრივი სტიმულატორია, რომელსაც მიჩვევა არ ახასიათებს. ლიმონურას მიღება უკუჩვენებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და გაზრდილი არტერიული წნევის დროს, 12 წლამდე ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის.