ჯანმრთელობა
ჩინეთი: კორონა ვირუსი მუტაციას განიცდის, პირველი მსხვერპლი ბელორუსიაშიც ჰყავთ
კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რიცხვმა 440 ადამიანს მიაღწია. მსხვერპლის რიცხვი იზრდება – უკვე 9 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის კომეტიტის თავმჯდომარემ, სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა ქვეყანაში პირველი კორონა ვირუსით დაინფიცირების ფაქტი დაადასტურა. საუბარია პციენტზე რომელიც 15 იანვარს ვაშინგტონში ჩინეთიდან დაბრუნდა. მოგზაურობიდან დასრულების შემდეგ მან მედიკოსებს მიმართა, ექიმებმა კი სიმპტომების გამო – კორონა ვირუსზე მიიტანეს ეჭვი. ჩატარებულმა ანალიზებმა კი არსებული ეჭვი დაადასტურეს. დღესდღეობით პაციენტი კარანტინის რეჟიმშია და მკურნალობას გადის.
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვაი გზით ვრცელდება.
ცნობილია, რომ ახალი ტიპის კორონა ვირუსი მეორე კატეგორიის ინფექციურ დაავადებებს მიაკუთვნეს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისეთივე პროფილაქტიკურ ზომებს მიმართავს როგორც პირველი კატეგორიის ინფექციების შემთხვევაში.
ექსპერტები ამბობენ, რომ პირველი დაინფიცირება ველური ცხველებისგან მოხდა, რომლებსაც ხუბეის პროვინციის ქალაქ – უხანის ზღვისპროდუქტების საბითუმო ბაზარზე არალეგალურად ყიდდნენ.
მეცნიერების აზრით ეს ახალი ტიპის კორონა ვირუსით ადამიანი პირველად გველისგან დაინფიცირდა. კვლევებში მონაწილეობა მიიღო პეკინის, ნანნინის, ნინბოს და უხანის მეცნიერებმა. მათ ვირუსის გენეტიკური კოდი დიდი რაოდენობის ცხოველების გენეტიკურ კოდს შეადარეს, ყველაზე ახლოს კი გენეტიკურად გველის ორის ახეობა – სამხრეთჩინური მრავალზოლიანი კრაიტი და ჩინური კობრა აღმოჩნდა (ორივე სახეობა შხამიანია).
ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ჩჟუნ ნანშანი ამბობს:
” ახალი ტიპის კორონავირუსი ისეთი გადამდები არ არის, როგორც ა ტიპის პნევმონია. ვირუსით დაავადებულები ქალაქ უხანში ძირითადად ორი რაიონიდან იყვნენ. შემთხვევების 45% სწორედ იქ დაფიქსირდა. ამ რაიონების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იქ ზღვის პროდუქტების ბაზრები მდებარეობს. თუმცა ფაქტიურად იქ არა თევზს არამედ გარეულ ცხოველებს ყიდდნენ.”
მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყნების აეროპორტებში კონტროლი გააძლიერეს. მგზავრები რომლებიც ჩინეთში და სხვა აზიურ ქვეყნებში იმყოფებოდნენ – სპეციალური მწყობილობეთ გადიან სკანირებას, ასე კონტროლდება მგზავრთა ტემპერატურა.
როგორც ცნობილია, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ხველა – ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია. მგზავრებს მათი მდგომარეობის შესახებაც უსვამენ კითხვებს.
ჩინეთის მთავრობა ამბობს, რომ ვირუსი მუტაციასა და ადაპტაციას გადის, რის გამოც მისი გავრცელების კონტროლი უფრო რთულდება. მუტაცია – ვირუსის ტიპური ქცევაა მაგრამ, ის მათ ქმდებებს არაპროგნოზირებადს ხდის.
ამ ვირუსის დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირდა: ჩინეთში, აშშ-ში, ტაივანში, იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში.
ამავდროულად, ბელორუსიაში ვრცელდება ჭორები პაციენტის შესახებ, რომელიც კორონა ვირუსის სიმპტომებით მინსკის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.
გოგონა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან. ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, ის კუნთებში ტკივილის, მაღალი ტემპერატურისა (38,5 °С) და ხველის სიმპტომებით იქნა ჰოსპიტალიზირებული.წინასწარი დიაგნოზი – მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია.
ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსით დაინფიცირება გამორიცხული არ არის. პაციენტი იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული, მანამ სანამ საბოლოო დიაგნოზის დადგენა მოხერხდება.