Connect with us

ტესტები

ჩვეულებრივ, როგორ ხალხს აქვს გრძელი თითები

იცით თუ არა, რომ ხელისგულის და თითების ფორმა ადამიანის ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს? მთავარი საიდუმლო არათითსა და საჩვენებელ თითშია. დღეს გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით საკუთარ თავსა და ახლობლებზე რაღაც ახალს გაიგებთ.

ხელისგულის ფორმა

თქვენს ან თქვენთვის საინტერესო ადამიანის ხელისგულს დააკვირდით და შემდეგ მოცემულ სურათს გადახედეთ. როგორი თანაფარდობაა არათითსა და საჩვენებელი თითის სიგრძეებს შორის? მოცემული 3 ტიპიდან რომელია თქვენი შემთხვევა? ნახეთ მნიშვნელობა.

1. არათითი საჩვენებელზე გრძელია

ასეთი თითების მფლობელი შესანიშნავი გარეგნული მონაცემებით გამოირჩევა. ასეთი ადამიანი წარმოუდგენლად მომხიბვლელია და სხვებს კარგად უგებს.

ამის მიუხედავად, მსუბუქი აგრესია ახასიათებს. მზადაა გარისკოს, ამიტომ, როგორც წესი, უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ადამიანები, რომელთაც უფრო მოკლე არათითი აქვთ.

2. არათითი საჩვენებელ თითზე მოკლეა

ასეთი თითის სიგრძე დიდ თავდაჯერებულობაზე, ზოგჯერ ნარცისიზმზე მეტყველებს. ასეთი ადამიანი მარტო საკმაოდ მარტივად რჩება, რადგან ვერ იტანს, როცა აწუხებენ.

როგორც არ უნდა იყოს, როცა საქმე სიყვარულს ეხება, მისი თავდაჯერებულობა ქრება. ურთიერთობაში პირველ ნაბიჯს იშვიათად დგამს და ინიციატივის გამოსავლენად მზად არაა.

3. არათითი და საჩვენებელი თითი ერთი სიგრძისაა

როცა ეს ორი თითი ერთ დონეზე მდებარეობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი წარმოუდგენლად ლოიალური და გაწონასწორებულია. ასეთი ადამიანი კარგი შუამავალი და ძალიან საყვარელი პარტნიორია. მასთან თავს მშვიდად იგრძნობთ, საქმე კარგად, გეგმის მიხედვით განვითარდება.

ზემოთ მოცემულ აღწერილობაში თქვენი თავი ან ახლობელი ამოიცანით? შთაბეჭდილებები თამამად გაგვიზიარეთ.