Connect with us

სხვა

ჩვენ იტალიაში სახლი 1 დოლარად ვიყიდეთ. აი რა მოხდა შემდეგ

ალბათ წაგიკითხავთ იმ სახლებზე, რომელთა შეძენაც იტალიაში 1 ევროდ არის შესაძლებელი. სხვადასხვა რეგიონებში, სიცილიიდან – ჩრდილოეთ ალპებამდე, უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად შეძენას გთავაზობენ , რათა მოსახლეობის გადინება შეჩერდეს და მცირერიცხოვანი დასახლებები კვლავ გამოცოცხლდეს. დააინტერესა ვინმე ამ მაცდუნებელმა წინადადებამ?! და თუ დააინტერესა – რა მოხდა შემდეგ?!

მოდით გავერკვიოთ!

მუსომელი – ეს არის ქალაქი სადაც 11 000 ადამიანი ცხოვრობს, ის სიცილიის შუაგულში მდებარეობს. ცნობილია კულინარიული ტრადიციებით და შუა საუკუნეების არქიტექტურით. მისი ისტორიული ცენტრი თავისი მყუდრო ქუჩებით, ერთ-ერთ ყველაზე ძველ ადგილად ითვლება იტალიაში და ამალფის სანაპიროდან რამდენიმე საათის სავალზეა.

ფრანგმა მორგან გიიომ და მისმა მეუღლემ სიცილიაში ერთ-ერთმა პირველებმა შეიძინეს იაფი სახლი. მათ მუსომელში 50 კვადრატული მეტრის შენობა შესთავაზეს. შენობას ახალშეცვლილი იატაკი და ლამაზად შეღებილი კედლები ჰქონდა.

” ერთადერთი რაც გასაკეთებელი იყო ეს – აბაზანის რემონტია, – ამბობს მორგანი. ჩვენ მხატვარ-რესტავრატორები ვართ, ამიტომ მთელი სამუშაოები ჩვენით გავაკეთეთ. ეს ძალიან სასიმოვნო იყო, რადგან ვხედავდით როგორ იქმნებოდა ჩვენი ორ ოთახიანი სახლი. ბინიდან ზღაპრული ხედი იშლება მთელს ქალაქზე, მასზე დაკვირვება კი 15 კვადრატული მეტრის ტერასიდან შეგვიძლია.”

მორგანის სიტყვებით – მუსომელი ჩუმი ქალაქია, თუმცა ის არ ახდენს შენს საზოგადოებისგან იზოლირებას, როგორც სიცილიის სხვა პატარა ქალაქების შემთხვევაში ხდება. აქ რამდენიმე მაღაზია, სუპერმარკეტები და გასართობი ადგილებიც არის.

მორგან გიიო ამბობს, რომ მთელმა პროცესმა გაცილებით უკეთ ჩაიარა ვიდრე ის და მისი მეუღლე ელოდნენ. სახლს ჯერ საზაფხულო ვარიანტად და იტალიური ენის შესასწავლად იყენებენ. თუმცა შეთავაზება ყველასთვის ასეთი იღბლიანი არ აღმოჩენილა. ასე თქვა უარი ბელგიელმა ბიზნესმენმა პატრიკ იანსენმა 1 ევროდ სახლის შეძენაზე.

მე დაახლოებით 25 სახლი მაჩვენეს, რომლებიც საშინელ მდგომარეობაშია. ისინი იმდენად საშინლად გამოიყურებოდნენ, რომ ჩემმა ოჯახმა 10 000 ევროიანი სამოთახიანი სახლი ამჯობინეს და რემონტზეც მოგვიწია დამატებითი ხარჯების გაწევა.” ამბობს ბელგიელი

პატრიკს დიდი ოჯახი ყავს – ის და მისი მეუღლე 5 ბავშვის აღზრდით არიან დაკავებული. მრავალშვილიანი მამა დრწმუნებულია, რომ 12 წლის შემდეგ სახლის იდეალურ მდგმარეობამდე მიყვანას შეძლებენ.

ბელგიელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სიცილიის პატარა ქალაქები – ძალიან კარგია დგილია სადაც ყოველდღიურ რუტინას გაექცევით. თან პატარა ქაქლში სახლის რემონტი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ბელგიაში დაჯდებოდა. 1 ევროიან სახლებზე უზარმაზი მოთხოვნის გამო, მთავრობა იძულებული გახდა მსურველთა სიები შეექმნა, უპიატესობას კი მათ ანიჭებდნენ ვინც თავიანთ უპირატესობას დაამტკიცებდა. უფრო ისეთ მაცხოვრებლებს ირჩევდნენ, რომლებსაც წარსულში ამ ადგილებთან რაიმე აკავშირებდა, მაგალითად მათი წინაპრები ან ნათესავებდი ამ მხარეში თუ ცხვრობდნენ, თუნდაც წარსულში.

ასეთი შესაძლებლობა გაუჩნდა ფინანსურ ანალიტიკოსს – ჩიკაგო მერედიტ ტაბონეს, რომლის ნათესავებიც სიცილიურ ქალაქ სამბუკადან იყვნენ წარმოშობით. მას არაბული სტილის ბაღებიანი სახლი ერგო.

ადგილობრივ კომუნასთან საკუთარი კავშირის დამტკიცება კიდევ 16 მყიდველს გამოუვიდა.

ჩემი ბაბუა ახალგაზრდა წლებში აშშ-ში სამბუკადან გადავიდა. მე ყოველთვის მინდოდა სიცილიის დათვალიერება, თუმცა აქამდე სამშობლოს მონახულების საშუალება არ გამჩენია” – ყვება მერიდიტი.

ქალბატონმა სახლში 5 555 ევრ გადაიხადა, რადგან გადაჭარბებული მოთხოვნის გამო მერიამ სახლების 1 ევროდ გაყიდვა შეწყვიტა.

“როდესაც სახლი ვიყიდე, ვერ შევძელი მისი პირადად დათვალიერება რადგან ტერფი მოვიტეხე. თუმცა სახლი გაცილებით უკეთესია ვიდრე წარმომედგინა, განსაკუთრებით კი აივანმა გამაოცა”.

მერიდიტი ამბობს, რომ ჯერ სახლში არც ელექტროობაა და არც წყალი, ახლა მის გეგმებში იტალიის მოქალაქეობის მიღება და სახლის კეთილმოწყობაა, სადაც ის სიბერის გატარებას გეგმავს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.