ვიდეო
ჩვენი ბებიების წამალი: ბუასილს ეფექტურად აქრობს
შინაურული საშუალებები ბუასილის დროს დისკომფორტს ექიმთან ვიზიტის გარეშე სწრაფად და კომფორტულად აქრობენ.
ბუასილთან საბრძოლველად ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოშვებული მედიკამენტების უმეტესობა ეფექტურ და კომფორტულ ფორმაშია, მაგრამ ეს პოპულარული ხალხური საშუალებების გამოყენების ეფექტურობას არ ამცირებს.
თუ ბუასილი გაწუხებთ, გირჩევთ გამოსცადოთ და თავად დარწმუნდეთ, რომ ის ბევრად უფრო ეფექტური, უსაფრთხო და სააფთიაქო საშუალებებზე იაფია.
მჯდომარე აბაზანები ბუასილის დროს
ეს ბუასილის დროს ძალიან პოპულარული შინაურული საშუალებაა. ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით ის ტკივილს და ქავილს სწრაფად ამცირებს.
ასეთი აბაზანის მისაღებად თბილ წყალს დაფნის ფოთოლის, ბალბის და შვიტის ნაყენი დაუმატეთ. აბაზანა 20 წუთის განმავლობაში მიიღეთ.
გარე ბუასილის დროს შესანიშნავი საშუალებაა ცხენის წაბლის ფხვნილისგან მომზადებული მჯდომარე აბაზანა. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ბუასილით გამოწვეულ ტკივილსა და დისკომფორტს ხსნის.
ინგრედიენტები:
- 5 ს/კ მშრალი წაბლი, ფხვნილის სახით დაქუცმაცებული
- 2 ლ მდუღარე წყალი
ინგრედიენტები აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ. როცა 37 გრადუსამდე გაგრილდება, შეგიძლიათ მჯდომარე აბაზანა 20 წუთის განმავლობაში მიიღოთ. ეს შინაურული მკურნალობა 5 დღის განმავლობაში გაიმეორეთ.
გლიცერინი და მაგნიუმის სულფატი ბუასილის დროს
ამ ნარევის გამოყენების შედეგად ტკივილი და ქავილი რამდენიმე წუთში გაქრება.
ინგრედიენტები:
- ½ ჩ/კ მაგნიუმის სულფატი (აფთიაქში შეიძინეთ)
- 2 ჩ/კ გლიცერინი
ინგრედიენტები აურიეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ისპანახი ბუასილის დროს
ამ მეთოდით ბუასილით გამოწვეულ ანთებას შეამცირებთ, რაც ისპანახის დამამშვიდებელი თვისების წყალობით მიიღწევა.
სამი დაჭრილი ისპანახის ფოთოლი 1 კოვზ ზეითუნის ზეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და მცირე ნაწილი ანუსთან 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სელის თესლის ნაყენი
ის ბუნებრივი საფაღარათო საშუალების სახით მუშაობს, კუჭს ადუნებს და ყაბზობას, ასევე ბუასილს აქრობს. სელის თესლი ცილებს, ლეციტინს და ლინოლეურის მჟავას შეიცავს.
2 ს/კ სელის თესლი მინიმუმ 1 საათით წყალში დაალბეთ. წყლით სავსე თესლი დააბლენდერეთ. 1 ჭიქა დღეში ერთხელ, უზმოზე დალიეთ.
მაყვალი
ანტიოქსიდანტური თვისების წყალობით მაყვალი ზოგიერთი სახის სიმსივნის, ასევე გულის და ბევრი სხვა პროგრესირებადი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება.
კენკრაში შემავალი ანტოციანოზიდები ვენების გაძლიერებას ხელს უწყობენ. ასევე ვარიკოზული ვენების გაფართოებას და ბუასილთან დაკავშირებული სისხლის დაგროვებას აფერხებს. ბუასილი შეიძლება განვიხილოთ როგორც ვარიკოზული გაფართოებული ვენა ანალურ არეში.
კენკრის შემკუშავი ეფექტის წყალობით მისი გამოყენება ბუასილის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
მაყვალი რომ გამოიყენოთ, ჩვარი მაყვლის ფოთლების ძლიერ ნაყენში დაასველეთ. ასევე ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ დაახლოებით 2 ჩ/კ მშრალ ფოთლებს ან 2 ჩ/კ მშრალ ქერქს ან ერთ მუჭა ახალ ან მშრალ დაქუცმაცებულ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ.
გამოიყენეთ გარეგნულად. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
მწვანე თიხა
ამ თიხას შთამნთქმელი, ანთების საწინააღმდეგო, ასევე რემინერალიზაციის თვისებები აქვს.
მწვანე თიხისგან სქელი პასტა მოამზადეთ. ამისთვის მწვანე თიხას ცოტა წყალი და მცენარეული ზეთი (სჯობს ზეითუნის ზეთი) აურიეთ. შემდეგ ბუასილზე წაისვით, რომ შეშუპება და დისკომფორტი შეამციროთ.