Connect with us

კულინარია

ჩემს ოჯახში საზამთროს თესლს არ ყრიან და აი, რატომ

ბევრმა არ იცის, რომ საზამთროს თესლი ისეთივე სასარგებლოა, როგორც მისი რბილობი. ის ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. ჩემს ოჯახში საზამთროს თესლს სანაგვე ყუთში არასდროს ვყრით, არამედ ვაგროვებთ და სასარგებლო ნახარშს ან სმუზს ვამზადებთ. Oxotv გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო საზამთროს თესლი და როგორ გამოიყენოთ.

Nutrition and Food Sciences–ის საერთაშორისო ჟურნალის ინფორმაციით, საზამთროს თესლი ორგანიზმს ღირებული ნივთიერებებით ამდიდრებს და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

კერძოდ, მასში დიდი რაოდენობით გვხდება ცილები, ვიტამინები, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, სპილენძი, კალიუმი და ბევრი სხვა ელემენტი. 1 მუჭა საზამთროს თესლი მაგნიუმის დღიურ ნორმას და თუთიის 80%–ს შეიცავს.

თუთიის საკმარისი რაოდენობით მიღება მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თუთია ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზის პროცესში მონაწილეობს. თესლი მაგნიუმს და კალიუმს, გულის ელემენტებს, დიდი რაოდენობით შეიცავს. სწორედ ამიტომ, გულის დაავადებების დროს მისი მიღება სასურველია.

ნახარში საზამთროს თესლით

საზამთროს თესლი ისევე, როგორც მისი რბილობი, დიურეტიკი, შარდმდენია, ამიტომ ორგანიზმს  წიდებისგან წმენდს, წყალი–მარილი ბალანსს აწესრიგებს, წნევას ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 40 გრ ნედლი საზამთროს თესლი
  • 1 ლ წყალი
  • 150 გრ საზამთროს რბილობი

მომზადება:

1 ლ წყალი საშუალო ცეცხლზე აადუღეთ და დაქუცმაცებული საზამთროს თესლი დაუმატეთ. 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. შემდეგ 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და ბოთლში გადაასხით. სასმელი საზამთროს რბილობთან ერთად დააბლენდერეთ, ასე უფრო გემრიელია. 1–ლი ჭიქა დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. სასმელი დღეში 3–ჯერ დალიეთ.

ყავა საზამთროს თესლით

უფრო სმუზი, რომლის გემო და არომატი ყავას მოგაგონებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ნაწილი საზამთროს თესლი
  • 2 ნაწილი საზამთროს წვენი

მომზადება:

საზამთროს თესლი და წვენი 1:2 თანაფარდობით აიღეთ და დააბლენდერეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მასა ყავისფერ შეფერილობას მიიღებს. გადაწურეთ, ჩენჩო მოაშორეთ. სასმელი სქელი და მოტკბო გამოდის, ოდნავ ნაღების და ყავის გემოთი უბრალოდ შეუდარებელია.

მაქსიმალური სარგებელი საზამთროს თესლისგან

თუ მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, საზამთროს თესლი გააღვივეთ. ამისთვის თესლი გააშრეთ, ცივი წყალი გადაავლეთ. თასში ჩაყარეთ და 2-3 თითზე წყალი დაასხით. 3-4 საათი გააჩერეთ. გასივების შემდეგ სველ სალფეთქზე ერთ რიგად დააწყვეთ და მეორე ფენა სალფეთქი დააფარეთ.

პროცესში თესლს ყავისფერი ქერქი ბუნებრივად მოშორდება. ასე თესლის დამუშავება მარტივდება და მისი სარგებელი იზრდება.

გაღვივებული თესლი ღუმელში გამოაშრეთ. შემდეგ შეგიძლიათ დაფქვათ და საყვარელ სმუზს, სალათს, ფაფას, მიუსლის და გრანოლას საკვები დანამატის სახით დაუმატოთ. საზამთროს თესლი გოგრის თესლზე, მზესუმზირაზე და ნუშზე მეტ ცილას და მინერალს შეიცავს.

გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და ვიტამინების მისაღებად საზამთროს თესლი რაციონში ჩართოთ, თუმცა შედეგს ერთ მიღებაზე ვერ დაინახავთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაწუხებთ, საზამთროს თესლი საკვები დანამატის სახით მიიღეთ. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, საზამთროს თესლის მიღებამდე ექიმს აუცილებლად მიმართეთ.