Connect with us

თავის მოვლა

ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში №1 პროდუქტია! თუ საკუთარ თავზე ზრუნავთ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ

ამ ნიღაბს ღამით ვისვამ და დილით რამდენიმე თვით გაახალგაზრდავებული ვიღვიძებ!

სახის ნიღაბი პრაქტიკულად ნებისმიერი პროდუქტიდან შეგიძლიათ მოამზადოთ. არსებობს ერთი ინგრედიენტი, რომლის ჯადოსნური მოქმედებაც ახლახანს აღმოაჩინეს, მაგრამ კოსმეტოლოგებმა მას უკვე შინაურული ბოტოქსი უწოდეს. ეს სახამებელია. მისი დახმარებით არა მხოლოდ საყელო სწორდება, არამედ კანიც უფრო გლუვი ხდება.

სახამებლის ნიღბის რეგულარული გამოყენებით კანი უფრო ელასტიკური, მოქნილი გახდება და ჩამოწელვის ყველა ნიშნები გაქრება. ამასთან, ბოტოქსისგან განსხვავებით სახამებელი უსაფრთხოა, რადგან არასასურველი რეაქციების რისკი პრაქტიკულად ნულოვანია.

სახამებლის ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ

ქალები სახამებლის მკვებავ, მათეთრებელ და ვიტამინურ მოქმედებას აღნიშნავენ, რაც ჩამოწელილი კანის მოვლის დროს და სიბერის პირველი ნიშნების პროფილაქტიკის მიზნით სასარგებლოა. როგორც ცნობილია, პროფილაქტიკის პროცედურებს რაც უფრო ადრე დაიწყებთ, ახალგაზრდობის და კანის სილამაზის შენარჩუნების უფრო მეტი შანსი გაქვთ.

გარდა ამისა, სახამებელი ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას არეგულირებს: მშრალი კანი აღარ აგექერცლებათ, ხოლო ცხიმიანი კანი აღარ იპრიალებს.

აღსანიშნავია, რომ სახამებლის ნიღაბს უკუჩვენებაც აქვს. თუ სახეზე ახალი ჭრილობა ან ანთება გაქვთ, სჯობს სილამაზის პროცედურა მოგვიანებით გაიკეთოთ.

შინაურული კოსმეტიკური პროცედურა სახამებლით რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში ჩაიტაროთ გამოხატული სიბერის და ჩამოწელვის ნიშნების მიუხედავად: ნაოჭები, ტონუსის და მოქნილობის დაკარგვა.

სახის გამათანაბრებელი ნიღაბი პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • 1 პომიდორი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ კარტოფილის სახემებელი
  • ½ ჩ/კ ზეითუნის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

  1. პომიდორს ქერქი მოაშორეთ, რბილობი დაჭყლიტეთ და დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ.
  2. მზა ნარევი სახეზე თანაბრად წაისვით, თვალის ირგლივ კანს მოერიდეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანზე მკვებავი კრემი წაისვით.

მკვებავი ბანანის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ბანანის რბილობი
  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1 ს/კ ნაღები

მომზადება და გამოყენება:

  1. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. ნიღაბი სუფთა სახეზე 15 წუთით წაისვით. ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ და კანი დაიტენიანეთ.

სახის კანის რეგულარულად მოსავლელად სახამებელი მხოლოდ ნიღბებში არ გამოიყენოთ. მისით დასაბანი საშუალება თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ჩამოწელილი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში განსაკუთრებით გამოგადგებათ. დასაბანად ასეთი ნარევი მოამზადეთ: 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელს 1 ლ ანადუღარი, ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით. დაბანის შემდეგ სახე სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.