ვიდეო
ჩემი ულამაზესი ორქიდეა იმდენად ლამაზად ყვავილობს, ყველა რჩევას მთხოვს. მოამზადეთ ეს ნარევი თქვენი ყვავილისთვის
ორქიდეას მოყვარულებმა იციან, რომ ნორმალურად განვითარებული ყვავილი ხშირად ყვავილობას აგვიანებს. ზრდის სტიმულირებისთვის ძვირადღირებული საშუალების ყიდვა აუცილებელი არაა. ამასთან მან შეიძლება ყვავილს ზიანი მიაყენოს.
ორქიდეა ბუნებაში ყველა საჭირო ნივთიერებას წვიმის წყლის დახმარებით ღებულობს. სახლში ბუნების მსგავსი პირობის შექმნა რთულია, მაგრამ ერთი ხრიკის დახმარებით ორქიდეას დახმარებას და ყვავილობის დაჩქარებას შეძლებთ.
ეს მეთოდი მცენარეს ზიანს არ აყენებს, არამედ ყვავილობისთვის ბუნებრივ პირობას ქმნის. საქმე ეხება ნივრის ტკბილეულს ორქიდეასთვის. აი, როგორ უნდა მოამზადოთ.
ორქიდეა ასეთი ნივრის ნარევით აღფრთოვანებული იქნება. მის მოსამზადებლად დრო არ დაგენანოთ. უკვე რამდენიმე კვირაში ღეროებს დაინახავთ.
ნივრის ნარევი ფესვის სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 5 დიდი ზომის ნივრის კბილი ან 6-7 მცირე ზომის ნივრის კბილი
- ორ ჭიქაზე ცოტა მეტი წყალი
- ნახევარი აბი ქარვის მჟავა
ძალიან მარტივად მზადდება. ქარვის მჟავა ცხელ წყალში გახსენით და აქვე ნივრის წვენი დაუმატეთ. მინის ქილაში ერთი დღით დააყენეთ.
როგორ მოვრწყათ ამ ხსნარით ორქიდეა სწორად?
ფართო ჭურჭელში ნივრის ხსნარს წყალი დაუმატეთ და აქვე ორქიდეას ქოთანი ჩადგით ისე, რომ თითქმის ამ სითხით დაფარული იყოს. ზემოდანაც მორწყით, რომ ორქიდეას ყველა ფესვი გამოიკვებოს. ასე რამდენიმე საათით გააჩერეთ.
შემდეგ ქოთანი ამოიღეთ და ჩვეულებრივ ადგილას გადადეთ. უკვე ერთ თვეში ლამაზი ყვავილებით ისიამოვნებთ.
დარჩენილი ხსნარით ოთახის სხვა მცენარეები მორწყით. ასეთი ხსნარით ორქიდეას და სხვა მცენარეების მორწყვა 3 თვეში ერთხელ შეიძლება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.