Connect with us

ჯანმრთელობა

ჩემი მეზობელი 63 წლისაა და ამ ბოსტნეულით მხედველობა აღიდგინა, ღვიძლი და და ნაწლავები გაიწმინდა

ხალხმა ამ ძირნაყოფის სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან იცის. ჯერ კიდევ ბიზანტიაში ექიმები ჭარხლის წვენს ბევრი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მრავალი გამოცდის გზით დამტკიცდა, რომ ჭარხალი ძლიერი საშუალებაა, რომელიც სისხლს წმენდს, „ცუდ“ ქოლესტერინს წვავს, წნევას ამცირებს, ტოქსინებს და წიდებს გამოდევნის.

ჭარხლის სარგებელი ორგანიზმისთვის

თანამედროვე მედიცინა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარდა, ამ ძირნაყოფში შემავალი აქტიური ნივთიერებების განსაკუთრებული კომბინაცია ატიპიური უჯრედების ზრდას აფერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭარხლის რეგულარული მიღება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შესანიშნავი პრევენციაა.

ბევრი ადამიანი მზადაა სხვადასხვა აბი და საკვები დანამატი მიიღოს, ოღონდ კი ჭარხლის სასარგებლო კერძის მომზადებით თავი არ შეიწუხოს. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ამ ბოსტნეულის სასარგებლო სახეობა, ასევე სამკურნალო ჭარხლის სმუზის რეცეპტს გიზიარებთ.

სუფრის ჭარხალი

ამ ჭარხლის მთავარი და განუმეორებელი თვისებაა ის, რომ შეგიძლიათ ჭარხლის მკლავთან ერთად მიირთვათ. სუფრის ჭარხალს ბორშის, სალათების და სხვადასხვა წასახემსებლის მოსამზადებლად ხშირად იყენებენ. ეს სახეობა A ვიტამინით და ასკორბინის მჟავით მდიდარია.

წითელი ჭარხალი

დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, რომელთაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები აწუხებთ. წითელი ჭარხალი ინფექციურ დაავადებებსაც წარმატებით ებრძვის.

საკვები ჭარხალი

ეს სახეობა დიდი ზომით გამოირჩევა: ზოგჯერ ერთი ნაყოფის წონა 14 კგ–ს აღწევს. ამ ჭარხალს ცხოველის საკვებს ვიტამინების დანამატის სახით ხშირად უმატებენ. ხალხი მას ჭრილობის შესახორცებლად იყენებს.

შაქრიანი ჭარხალი

ასეთი ჭარხალი ბევრ საქაროზს შეიცავს, ამიტომ შაქრის საწარმოებლად საუკეთესო მასალაა.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის სუფრის და წითელი ჭარხალი ყველაზე სასარგებლოა. სწორედ ეს სახეობა გამოგადგებათ წვნიანების, სალათების, ფრეშის და სხვადასხვა სმუზის მოსამზადებლად.

სასარგებლო სასმელი ჭარხლით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, ასევე მაღალ წნევას არეგულირებს.

სასარგებლო სასმელი ჭარხლით

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • 1 ვაშლი
  • 250 გრ წყალი

ყველა ინგრედიენტი დაჭერით და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. წყალი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

ასეთი სმუზი ბავშვებსაც მოეწონებათ!  თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, სასმელი კვირაში მინიმუმ 3-ჯერ დალიეთ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ხალხური მედიცინის ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია. თვითმკურნალობა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს!