თავის მოვლა
ჩემი დაქალი უკვე 67 წლისაა, თუმცა მისი კანის ბევრს შურს. მთელი საიდუმლო კონიაკის კრემშია
კონიაკი – ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სასმელია, ადამიანის მიერ გამოგონებული. გაჯერებული გემოს გარდა, მას უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს. აღმოჩნდა, რომ ეს ნატურალური, მზით გაჟღენთილი სასმელი სილამაზის საიდუმლოს ინახავს. იგი შესანიშნავი საშუალებაა კანის ლიფტინგისთვის საშინაო პირობებში.
კონიაკი კანს ამკვრივებს, ანიჭებს მას ჯანსაღ ელვარებასა და ბზინვარებას, ასევე, გვეხმარება ნაოჭების მოშორებაშიც. იგი არამხოლოდ აგლუვებს არსებულ ნაოჭებს, არამედ ხელს უშლის ახალი ნაოჭების გაჩენასაც. დღეს ჩვენ გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტს გთავაზობთ, რომლის ძირითადი ინგრედიენტიც კონიაკია.
შინ მომზადებული კრემი სახისთვის
ინგრედიენტები
- 1 უმი კვერცხის გული
- 100 გ ნაღები
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 2 ს.კ. კონიაკი
მომზადება და გამოყენება
1. ათქვიფეთ კვერცხის გული, თანდათან დაუმატეთ ნაღები, თაფლი, ლიმონის წვენი და კონიაკი. კარგად მოურიეთ.
2. მოათავსეთ მასა შუშის ქილაში და დაახურეთ თავსახური. კრემი მზადაა.
3. შეინახეთ მაცივარში, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში.
4. გაწმენდილ კანზე, ბამბის დისკის გამოყენებით, დაიტანეთ ცოტაოდენი კრემი. 1 საათში მოიშორეთ ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით. პროცედურის ჩატარება უმჯობესია ღამით, რათა კრემი კანმა სათანადოდ შეიწოვოს.
სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია გაახალგაზრდავების კურსის ჩატარება. გაიმეორეთ პროცედურა 7-14 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ ყოველ 3 თვეში ერთხელ.