საკითხავი
ჩაყარეთ აბაზანის მილებში მარილი, რათა ისინი იდეალურად სუფთა იყოს. ეს და კიდევ 7 საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომელსაც მხოლოდ მარილით გაუმკლავდებით
ოდესღაც, მარილი ძვირადღირებული პროდუქტი იყო. მისი დეფიციტის გამო ხდებოდა აჯანყებები და საომარი შეტაკებები. მარილით რომ დატვირთულიყვნენ, ქარავნები დიდი რისკის ფასად ლახავდნენ თათრულ ველურ სტეპებს.
ქვამარილი
დღეს მარილი ყველაზე განაწყენებული საკვები პროდუქტია – მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე კერძების უმეტესობა გემოს კარგავს, მას სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ “თეთრ სიკვდილად”. ამ პროდუქტს ნამდვილად ვერ ვაფასებთ ბოლომდე.
იაფფასიან და აბსოლუტურად უვნებელ მარილს ჩვენთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ამ თეთრი კრისტალების გამოყენების უჩვეულო და აქამდე უცნობ გზებს.
მარილის გამოყენება ყოფაცხოვრებაში
1. სახლისა და ავტომობილის ფანჯრების წმენდა
გახსენით 2 ს.კ. მარილი 3 ლ თბილ წყალში. ამ ხსნარითვე შეგიძლიათ ავეჯიდან ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა.
2. მსუბუქი რეცხვა
ტანსაცმელი გახუნებისგან რომ დაიცვათ, დაუმატეთ რეცხვისას ცოტაოდენი მარილი. მარილისა და წყლის გამოყენებით შეგიძლიათ წითელი ღვინის ლაქის ამოყვანაც. ეს მასა იწოვს ღვინოს, ხოლო ტანსაცმელი ხელსახოცით ან ჯაგრისით გადაწმინდეთ და მზადაა.
3. კბილის ტკივილის გაყუჩება
თუ კბილი გტკივათ, გახსენით ცოტაოდენი მარილი თბილ წყალში და გამოივლეთ პირი. თუმცა, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან ამ პროცედურის ჩატარებამდე. თუ კბილის პასტა გაგითავდათ, ჩაანაცვლეთ იგი მარილითა და სოდით(1:1).
4. ფეხების ოფლიანობის შეწყვეტა
შეგიძლიათ ფეხებისთვის მარილიანი აბაზანა მოამზადოთ. 8 ლ წყალში გახსენით 3 ს.კ. მარილი და ტუალეტის საპნის მეოთხედი ნაჭერი. პროცედურა ხელს უშლის ფეხების ოფლიანობას და გაცილებთ უსიამოვნო სუნს, თუმცა აშრობს კანს.
5. უსიამოვნო სუნი ღუმელში
თევზის მომზადების შემდეგ ღუმელში საშინელი სუნი დგას? ამ შემთხვევაში, მარილი და დარიჩინი დაგეხმარებათ. მოაყარეთ ცოტაოდენი ნაზავი ღუმელის შიდა ზედაპირზე და ჩართეთ ცოტახნით. გათბობიდან რამდენიმე წუთში სუნი გაქრება.
6. ვერცხლისა და სპილენძის წმენდა
შეურიეთ ძმარს მარილი და გაწმინდეთ ამ ხსნარით მეტალის ნივთები.
7. გაჭედილი მილები
ნიჟარის მილების გასაწმენდად, ჩაყარეთ მასში მარილი და დაასხით მდუღარე წყალი. რამდენიმე წამში ნახავთ, რომ წყალი მარტივად გავა, ხოლო დაბინძურება ჩაიშლება.
8. სკრაბი კანისთვის
შეურიეთ ქვამარილი ლავანდის ეთერზეთს. წაისვით მასა სახეზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ წყლით. ეს ძალიან კარგი სკრაბია. ზეთი დაარბილებს კანს, ხოლო მარილი დაუბრუნებს მას ელვარებასა და სინაზეს.
თქვენ იცით მარილის გამოყენების სხვა არატრადიციული გზა? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.