Connect with us

ჯანმრთელობა

ჩაანაცვლეთ ვახშამი ამ ფაფით და პანკრეასის ჯირკვალი 2 კვირაში აღდგება.

2 კვირაში პანკრეასის აღდგენა მოვახერხე. ვახშამი ამ ფაფით ჩაანაცვლეთ და პანკრეასი გამოჯანმრთელდება

პანკრეასი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის შესახებაც უმეტესობა ჩვენგანმა ძალიან ცოტა რამ ვიცით. ასე გრძელდება იქამდე, სანამ პანკრეასი სერიოზულად არ შეგვაშფოთებს და შეგვაწუხებს. ტკივილები და სპაზმები მალე გამოგაფხიზლებთ, ყველა საქმის გადადებას და აფთიაქში გაქცევას გაიძულებთ, თუმცა ასეთი აჩქარება მხოლოდ ზიანს მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

პანკრეასის პრობლემების დროს მას სააფთიაქო მედიკამენტებით ვწამლავთ, რადგან სწრაფად გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს. სინამდვილეში, ასე მდგომარეობას მხოლოდ ვამწვავებთ, ვართულებთ.

ჩვენი წინაპრები პანკრეასის დაავადების მკურნალობას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ და ყოველგვარი ქიმიის გარეშე, მხოლოდ ხალხურ, ნატურალური საშუალებებით ებრძოდნენ პრობლემას. მაშინ, შესაძლოა, ბევრი საეჭვო მედიკამენტი არ არსებობდა, რადგან ადამიანები სწრაფი კვების პროდუქტებს და გაზიან სასმელებს არ იღებდნენ, თუმცა უხარისხო და მძიმე საკვების პრობლემა კაცობრიობას უხსოვარი დროიდან მოგვსდევს.

ნატურალური საშუალება პანკრეასის სამკურნალოდ

ღვიძლის და პანკრეასის დაავადებები დღეს იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. რაც ყველაზე საშიშია, მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ხანშიშესულ, არამედ ახალგაზრდა ადამიანებშიც გვხვდება. გასაკვირი არაა, რომ პანკრეასის სამკურნალო მედიკამენტები ყველა აფთიაქში გვხვდება.

რამდენად უსაფრთხოა ასეთი მედიკამენტები? გარდა მათი ეფექტურობის საეჭვოობისა, გვერდითი მოვლენებისგან და უკუჩვენებებისგან დაზღვეული არავინაა.

ერთ-ერთი ეფექტური გზა პანკრეასის გასაჯანსაღებლად ბალახეულის სპეციალური ნაყენების მიღებაა. გააერთიანეთ 1 ს.კ. გვირილა და ამავე რაოდენობით უკვდავა, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ. ნარევი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით და მიიღეთ ის დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

წიწიბურა – კიდევ ერთი ნატურალური საკვები პროდუქტი, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს პანკრეასზე. უბრალოდ დაფქვით წიწიბურა და დაასხით მას 1 ჭიქა კეფირი. დააყოვნეთ ის მთელი ღამით, ხოლო მეორე დილას ისაუზმეთ ამ ნარევით.

რძის პროდუქტები პანკრეასის ნამდვილი მხსნელია. დააქუცმაცეთ ოხრახუში და ადუღებული რძე დაასხით ისე, რომ მწვანილი ოდნავ დაფაროთ. დადგით ნარევი დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ იქამდე, სანამ ის დუღილს დაიწყებს. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად. მიიღეთ მზა საშუალება ყოველ 1 საათში 2 სუფრის კოვზის ოდენობით.

პანკრეასის სამკურნალო საშუალებად დაფნის ფოთლის ნარევიც ითვლება. დაფნის 10 ფოთოლი გარეცხეთ და ჭურჭელში მოათავსეთ, 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ. მიიღეთ ეს ნარევი ჭამამდე 1 საათით ადრე 50 მლ ოდენობით.

და ბოლოს, პანკრეასის სამკურნალოდ ყველაზე გემრიელი და ნამდვილად მოქმედი მეთოდი შემოვინახეთ, რომელიც გოგრისა და ფეტვისგან მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფეტვი
  • 300 გრ გასუფთავებული გოგრა
  • 2 ლ წყალი
  • 1 ს/კ კარაქი

მომზადება:

1. კარგად გარეცხეთ ფეტვი და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში. დატოვეთ ცეცხლზე იქამდე, სანამ ფეტვი ბოლომდე არ მომზადდება.

2. მიღებულ ფაფას მოახეხეთ გოგრის რბილობი და კარგად გადაურიეთ.

3. ჩაამატეთ ამ მასაში 1 სუფრის კოვზი კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

4. პანკრეასის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი ფაფა მზად არის!

იკვებეთ მთელი დღის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ვახშამი ამ სამკურნალო ფაფით ჩაანაცვლეთ. მოიქეცით ასე ყოველდღიურად და ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.

პანკრეასის აღდგენა მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც გადადება არ უყვარს. საკუთარ თავს ზიანი რომ არ მიაყენოთ, ექიმთან კონსულტანციის გავლა ურიგო არ იქნებოდა.

მოცემული საშუალების ეფექტურობა პირადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!