ყვავილები
შხამიანი სოკოები: როგორ გამოიყურება ის, რისი ჩადებაც კალათაში არ შეიძლება
თითოეული სოკოს შემგროვებელი „ჩუმი ნადირობის“ მოყვარული, ნამდვილი სტალკერია. სოკო მათ ტყის ბილიკზე ელოდებათ და თავისი მრავალფეროვნებით თვალს ახარებს. ზოგჯერ ის დახვეწილ დელიკატესს ჰგავს და ნაზი არომატით გვიზიდავს. სოკოს შეგროვების დროს ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება მონადირიდან მსხვერპლად გადაიქცეს. დღეს შხამიანი სოკოების საიდუმლოებებს ტელეარხის „ცოცხალი პლანეტა“ გადაცემა „სოკოს სამეფოსთან“ ერთად გიზიარებთ.
შხამასოკო
ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო. მასში არა ერთი, არამედ რამდენიმე შხამი შედის. მთავარი – ე.წ. ფალოიდინი, რომლის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის მხოლოდ 20-30 გრამია. როგორც ტოქსიკოლოგები ირწმუნებიან, სოკოს გემოს შხამასოკო ვერ გააფუჭებს. ახალგაზრდა სოკო გარეგნულად ხრაშუნა სოკოს ჰგავს, ამიტომ გამოუცდელი მკრეფავები შემთხვევით მას კალათაში დებენ და ამით საკუთარ თავს და ახლობლებს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან.
შხამასოკოს ამ განსაკუთრებულ თვისებას, უხილავობას ყველაზე პირველი დაფიქსირებული პოლიტიკური მკვლელობა უკავშირდება, რომელიც სოკოს მეშვეობით განხორციელდა.
სოკოს მიმართ განსაკუთრებული სისუსტე ძველ რომაელებს ჰქონდათ. მაგალითად, იმპერატორი კლავდიუსი, რომელიც 1-ელ საუკუნეში ცხოვრობდა, დიდ გურმანად ითვლებოდა. კლავდიუსი ხშირად ფართო პალატებში მდიდრულ ნადიმებს აწყობდა, სადაც სუფრაზე ხშირად 600 ადამიანი იმყოფებოდა. სუფრაზე აუცილებლად გამოჰქონდათ ნიყვი – ძველი რომაული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი დელიკატესი. ნიყვი იმპერატორის საყვარელი კერძი იყო, მაგრამ სოკოს გარდა მას კიდევ ერთი სისუსტე გააჩნდა – ქალები. ამ ორმა სისუსტემ დაღუპა კიდეც. კლავდიუსის მეხუთე ცოლმა, აგრიპინამ თავისი შვილის (სამწუხაროდ ცნობილი, როგორც ნერონა) იმპერატორად გახდომა მოისურვა. კლავდიუსის მოშორება საჭირო იყო. მან საიმედო მეთოდი იპოვა. აგრიპინამ შინაურული სადილობის დროს კლავდიუს ნიყვის ნახარში, მისი საყვარელი დელიკატესი მოუტანა. მალე, იმპერატრიცამ ნახარშს შხამასოკო დაუმატა, რომის იმპერატორი ღმერთებთან წავიდა და ნერონს ადგილი გაუთავისუფლა. ძველ რომში ასეთი შხამის სამკურნალო საშუალება არ ჰქონდათ.
გამოუცდელი და უყურადღებო მკრეფავები ამ „ბუნების საჩუქარს“ დღემდე აგროვებენ. შხამასოკო უბრალოდ მომწამვლელია. ის ისეთი ცბიერია, როგორც არც ერთი სხვა სოკო. მისი შხამის მოქმედება ჭამისთანავე იწყება, თუმცა ადამიანი სიმპტომებს ვერ გრძნობს. სიმპტომები მხოლოდ მე-2-3 დღეს ვლინდება, როცა ორგანიზმს უკვე გამოუსწორებელი ზიანი აქვს მიყენებული – ღვიძლი დაზიანებულია.
ღორისსოკო
ამ სოკოს ტოქსიკურობა ახლახანს აღმოაჩინეს – 1944 წელს გერმანელი მიკოლოგი, იულიუს შეფერი 17 დღის შემდეგ თირკმლის უკმარისობით დაიღუპა მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტის გულისთვის ღორისსოკო შეჭამა. მაშინ სოკო საკვებად ვარგისად მიიჩნეოდა. ასე იყო მანამ, სანამ არ გაირკვა – ღორისსოკოს სპეციფიკურ ანტიგენს სხეულის წითელი უჯრედების, ერითროციტების განადგურება შეუძლია.
სინამდვილეში, ღორისსოკოს ჭამა იგივეა, რაც რუსული რულეტის თამაში. როდის წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიული რეაქცია ღორისსოკოს ანტიგენზე უცნობია. ეს შეიძლება მოხდეს მოხმარებიდან 10 დღის, 5 წლის ან 20 წლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ანტიგენი კარგად შესწავლილია და მიკოლოგები სოკოს მკრეფავებს აფრთხილებენ, რომ მათი შეგროვებიდან თავი შეიკავონ. ამასთან, სოკო სპილენძის და ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპების დამგროვებლად ითვლება. ღორისსოკოში მძიმე ლითონების და რადიოაქტიური იზოტოპების შემადგენლობა შეიძლება 100-ჯერ უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ ელემენტების შემადგენლობა მიწაში. ბოლო წლებში ღორისსოკო გარეუბნების ტყეების მუდმივი მკვიდრი გახდა.
რუხი ტრიქოლომა
მკრეფავები მას ხშირად რძიანას უწოდებენ. ეს ნიმუშები პირობად საჭმელად ვარგისად მიიჩნევა, ზოგი მას ხარშავს, ზოგი უბრალოდ ტაფაზე წვავს. მასში აღმოჩენილია გარკვეული ტოქსინი, მაგრამ მისი მოქმედება ორაზროვანია. მოწამვლის შემთხვევები ევროპაში დაფიქსირებულია. ამ ნიმუშთან სჯობს სიფრთხილე გამოიჩინოთ.
სოკო Clitocybe dealbata
მცირე ზომის მიუხედავად ძალიან სახიფათო და შხამიანი ნიმუში. ქუდის დიამეტრი 4-6- სმ, ხოლო ფეხი მოკლე და წვრილია. ქუდის შეფერილობა ასაკის მიხედვით იცვლება – მონაცრისფრო თეთრიდან მოყვითალომდე. სოკო შხამიან ნივთიერებას, მუსკარინს შეიცავს, რომელიც შეიძლება საკმაოდ მძიმე მოწამვლის მიზეზი გახდეს. სოკოს ჭამის შემდეგ დაზარალებულის გულისცემა სუსტდება, არტერიული წნევა მცირდება და უხვი ნერწყვდენა იწყება.
თავჭედილა
საიდუმლოს უკვე დიდი ხანია არ წარმოადგენს, რომ ამანიტასებრთა ოჯახის ზოგიერთი სახეობა საჭმელად ვარგისი და სასარგებლოც კია, ოღონდ არა ეს ნიმუში. გამოყენების შემდეგ ადამიანს 5-9 წუთში კლავს. სოკო მთელი ამანიტასებრთა ოჯახის საზიზღარ რეპუტაციას ამართლებს. მის ყულაბაში – ტოქსინების მთელი ნაკრებია, დაწყებული მუსკარინით და დამთავრებული სკოპოლამინით. ამასთან, პირველი ხანგრძლივი ხარშვის დროსაც არ გამოდის, პირიქით – თავის მოქმედებას უფრო ზრდის.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ ხალხში თავჭედილას შამანები თავის პრაქტიკაში იყენებენ. ლეგენდის თანახმად, მეომრებს მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ სწორედ მას აძლევდნენ, რადგან გამოყენებიდან პირველი რამდენიმე საათი აგრესიას და აბსოლუტურ უშიშრობას იწვევს. მართალია, ამ ეფექტის საზღაური საშინელია – მებრძოლებს ჰალუცინაციები ჰქონდათ, ზოგი კი კომაში ვარდებოდა და იღუპებოდა.
მტერი სახით იცანით
მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, განსაკუთრებით დამწყებს – შხამიანი სოკოს ერთადერთი პროფილაქტიკა მხოლოდ მათი სახის კარგად ცოდნაა. სწორედ ამიტომ, არ იზარმაცოთ, პროფილური ლიტერატურა წაიკითხეთ, შეისწავლეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილ ხალხს რჩევები ჰკითხეთ. ასე უსიამოვნო შემთხვევებს თავიდან აიცილებთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სოკოს მკრეფავი, როგორც მენაღმე, მხოლოდ ერთხელ ცდება.