თავის მოვლა
შიში და სიძულვილი ინტერნეტში: როგორ ცხოვრობენ პოპულარული სილამაზის ბლოგერები აკნეთი
მსოფლიოში მილიონობით გოგოს აკნესთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. უმეტესობა მათგანი მზადაა საძულველი ფერიმჭამელების სამუდამოდ გასაქრობად ყველაფერი გააკეთოს. მკურნალობა ბევრ დროს მოითხოვს და იაფი ნამდვილად არაა, შედეგი კი თვალს ყოველთვის არ ახარებს.
როგორ ვიცხოვროთ აკნეთი? რა გავაკეთოთ, თუ ყველა ხელმისაწვდომი სამკურნალო მეთოდი გამოცადეთ, უამრავი ენერგია, დრო და ფული დახარჯეთ, ხოლო საძულველი ანთება თქვენს დატანჯულ კანზე „ცხოვრებას და გამრავლებას“ აგრძელებს? როგორც მინიმუმ სამი ვარიანტი არსებობს.
- მასთან „ბრძოლა“ ყველა ცნობილი მეთოდით გააგრძელოთ.
- სწორად შენიღბვა ისწავლოთ.
- უბრალოდ შეიყვაროთ საკუთარი თავი ყველა ნაკლით.
ამ პოპულარულმა სილამაზის ბლოგერებმა აკნეს შესახებ ყველაფერი და უფრო მეტიც იციან! მათ „ცეცხლში, წყალში, ლითონის მილებში“ გაიარეს და ბრძოლას დღემდე აგრძელებენ.
ქეთი სნუქსი (Katie Snooks)
ქეთი სნუქი პოპულარული სილამაზის ბლოგერია, რომელიც „საამქროს კოლეგების“ მსგავსად სახის და თმის საშუალებებზე მიმოხილვებს აკეთებს. ამაში გასაოცარი არაფერია. უკვე 10 წელზე მეტია ქეთის აკნეს უმძიმესი ფორმა აწუხებს. მან გამოცადა ყველაფერი – დაწყებული პოპულარული კოსმეტიკური საშუალებებით და ანტიბიოტიკებით და დამთავრებული დიეტით და „მძიმე“ სამკურნალო პრეპარატებით.
7 თვის განმავლობაში ქეთი თავის მაყურებლებს უზიარებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა მკურნალობა აკნეს საწინააღმდეგო ერთ–ერთი აგრესიული პრეპარატის დახმარებით. მედიკამენტს ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური. მაგრამ ქეთი თვლის, რომ თამაში ამად ღირს.
„10 წელი აკნე რომ გაწუხებდეთ, ნამდვილად გამიგებდით. გვერდითი ეფექტები არაფერია იმასთან შედარებით, თუ კანის მდგომარეობის გამო რამდენჯერ ვიყავი თავდაუჯერებელი და დათრგუნული” – თვლის ქეთი.
ახლა მისი მთავარი მიზანია – კანის ნაკლოვანების მქონე ადამიანებს თავდაჯერებულობა მიანიჭოს. სხვათა შორის, მისი საკუთარი კანი ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურება.
ემ ფორდი
ბრიტანელი ემ ფორდი პოპულარული სილამაზის ბლოგერია, რომელმაც მილიონობით ადამიანს საკუთარ მაგალითზე აჩვენა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ლამაზი, უბრალოდ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. მისი ბლოგი „My Pale Skin” (ჩემი მკრთალი კანი) ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში გამოჩნდა.
ემის თქმით, ეს გახდა ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, მეგობრებს იძენდა და სილამაზის აღმოჩენებზე საუბრობდა. ყველაფერი 2015 წელს შეიცვალა, როცა გოგონა აკნეს მძიმე ფორმას შეეჯახა. ემის ოდესღაც ლამაზი სახე ფერიმჭამელებით, შავი წერტილებით და ნაწიბურებით დაიფარა, მაგრამ მას სითამამე ეყო და ფოტოები მაკიაჟის გარეშე ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა.
ამით სურდა ეჩვენებინა სხვა გოგოებისთვის, რომ ისეთი სერიოზული დაავადების დროსაც კი, როგორიცაა აკნე, შეუძლია იყოს ბედნიერი და თავდაჯერებული. მოგვიანებით, 2015 წლის ივლისში გამოაქვეყნა რგოლი „You Look Disgusting” (საშინლად გამოიყურები), სადაც მოათავსა ყველა კომენტარი, რომელიც ინტერნეტში მოძულეებისგან მიიღო.
მათგან ყველაზე ნაზი იყო: „მისი ყურება შეუძლებელია!“, „რა მახინჯია!“, „ერთხელ მაინც დაბანა არ უცდია?“ და, ბოლოს, „თქვენ საშინლად გამოიყურებით“! ვიდეომ ერთ კვირაში 10 მლნ ნახვა დააგროვა, ემმა კი – ხელშეკრულებები ცნობილ კოსმეტიკურ ბრენდებთან, მათ შორისაა კაილი ჯენერის Kylie Cosmetics და L’Oreal Paris.