ჯანმრთელობა
შინ მომზადებული კბილის პასტის რეცეპტი ჯანმრთელი ღრძილებისა და თეთრი კბილებისთვის
მოელვარე, თეთრი ღიმილი – ამაზე ყველა ოცნებობს. თუმცა, თუ ბუნებისგან არ გაგიმართლათ, არსებობს ყველაფრის გამოსწორების საშუალება. შეგიძლიათ მათეთრებელი კბილის პასტა დამოუკიდებლად მოამზადოთ.
იმ კბილის პასტების უმრავლესობა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, შეიცავს მავნე ტოქსინებს, მათ შორის, ტრიკლოზანს, ფტორიდსა და ნატრიუმის ლაურისულფატს. თვითნაკეთი პასტა კი უფრო ნატურალურია.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი
- 2 ს.კ. საკვები სოდა
- 10-15 წვეთი პიტნა
- 1 ჩ.კ. კურკუმას ფხვნილი
თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოიყენეთ ეს კბილის პასტა დილასა და საღამოს, რათა უფრო ჯანმრთელი ღრძილები და თეთრი კბილები მიიღოთ ორ კვირაში.