ყვავილები
შინაურული წამალი, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ მცენარესაც ყვავილობას აიძულებს
მცენარის ყვავილობა ყოველთვის დღესასწაულია, მაგრამ ოთახის მცენარე ლამაზი ყვავილებით რეგულარულად თვალს რომ ახარებდეს, მხოლოდ მორწყვა საკმარისი არაა.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკმარისი განათება, სწორი გადარგვა, კომფორტული ტემპერატურის რეჟიმი, ნიადაგის სწორი ნარევი და ჰაერის ტენიანობა.
გამოცდილი მეყვავილეებიც დიდ ძალისხმევას დებენ, რომ მათი მცენარეები აყვავილდეს. ჩვენ კი, გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ ოთახის მცენარესაც ყვავილობას აიძულებს.
მცენარის ყვავილობა
აბუსალათინის ზეთი თვისებები
აბუსალათინის ზეთი (ლათ., Oleum Ricini) შხამიანი მცენარისგან მზადდება, მაგრამ მისი გამოყენების არ შეგეშინდეთ: გადამუშავებისას სახიფათო ნივთიერებები ნარჩენებში რჩება.
აბუსალათინი უსაფრთხო პროდუქტია, რომელსაც უნიკალური თვისებების ფართო სპექტრი გააჩნია. აბუსალათინის ზეთი სქელი და წებოვანია, ის არ შრება და არ იყინება. გლუვი კანის მისაღებად შეუცვლელია. კანში კარგად შეიწოვება და მას მოქნილობას და წყალგამძლე თვისებას ანიჭებს.
ასევე, აბუსალათინის ზეთი შეიცავს ბევრ რიცინოლის, ლინოლეურის, პალმის და ოლეინის მჟავებს. მათი წყალობით თმის ბოლქვებში ადვილად აღწევს, მკვებავი ნივთიერებებით ამდიდრებს და თმის ზრდას სტიმულირებს.
ბევრი ქალი აბუსალათინის ზეთს სახის კანის მოსავლელად იყენებს, რაც ძალიან ეფექტურია. ასე კანი არ შრება, გლუვი ხდება და ნაოჭები ქრება. აბუსალათინის თესლის ზეთი ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს და წამლების, მალამოების, ტუჩსაცხების და კრემების წარმოებაში გამოიყენება.
სასუქი აბუსალათინის ზეთით
ოთახის მცენარეებს კაშკაშად და დიდებულად ყვავილობაში სასუქები და სტიმულატორები ეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ნარევი (ბაიკალ ემ–1, ბუტონი, დომოცვეტი), ასევე ხალხური საშუალებები: ნაცარი, შაქარი, ალოეს წვენი, ბანანის ქერქი და აბუსალათინის ზეთი.
აბუსალათინის ზეთს არა მხოლოდ ოთახის მცენარეებისთვის, არამედ აგარაკზეც იყენებენ. სასარგებლო ხსნარის მომზადება რთული არაა. უბრალოდ 1 ლიტრ წყალში 1 ჩ/კ ზეთი გახსენით.
რჩევები გამოცდილი მებაღეებისგან
აბუსალათინის ზეთის გასაზავებლად 2-3 დღის დაყენებული წყალი გამოიყენეთ. ზეთმა მცენარის ფესვები რომ არ დაწვას, მორწყვამდე კარგად აურიეთ.
სასუქი მიაწოდეთ ყვავილობამდე, როცა პირველი პატარა კოკრები გამოჩნდება. მისი ეფექტურობა გაიზრდება, თუ რამდენიმე საათით ადრე ნიადაგს ჩვეულებრივი წყლით მორწყავთ. აბუსალათინის ზეთი საკმაოდ გამძლეა, მაგრამ სჯობს 2 წელზე მეტხანს არ შეინახოთ.
ბოლოს გეტყვით, რომ აბუსალათინი იაფი და ნატურალური საშუალებაა, რომელიც ყველა მეყვავილეს გამოადგება. ყვავილებს ასეთი გამოკვება ძალიან მოსწონთ, მაგრამ წელიწადში მაქსიმუმ 2-3-ჯერ გამოიყენეთ.