Connect with us

ჯანმრთელობა

შინაურული სიროფი სურდოს და გრიპის საწინააღმდეგოდ

კოჭას და კაიენის წიწაკას გამახურებელი ეფექტი აქვს, ხოლო ხახვი, პირშუშხა და ნიორი ყველა ვირუსის და მიკრობის მოკვლაში დაგეხმარებათ. სურდოთი გამოწვეულ ჭარბ ლორწოს სალბი და როზმარინი კარგად უმკლავდება. ვაშლის ძმარი კი მინერალების მაღალი შემცველობის წყალობით ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. კომპონენტების დასახელება როგორ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს, სიროფი ნამდვილად გემრიელი გამოდის. სჯობს გაციების სეზონის დაწყებამდე მოამზადოთ, რადგან მას 3 კვირა დაყენება სჭირდება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ¼ ფინჯანი გახეხილი კოჭის ფესვი, ახალი
  • ¼ ფინჯანი ხახვი, ახლახანს დაჭრილი
  • ¼ ფინჯანი ახალი, დაქუცმაცებული როზმარინი (უკიდურეს შემთხვევაში, ხმელიც გამოგადგებათ)
  • ¼ ფინჯანი ხმელი სალბის ფოთლები
  • ¼ ფინჯანი გახეხილი პირშუშხა
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ დაფქული კაიენის წიწაკა
  • ნატურალური ვაშლის ძმარი – რამდენიც ქილის შესავსებად არის საჭირო.

როგორ მოვამზადოთ:

  1. ყველა კომპონენტები აურიეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ვაშლის ძმარი დაასხით ისე, რომ ქილის შევსებას 5 სმ აკლდეს. ქილას თავსახური დაახურეთ.
  2. ბნელ ადგილას 2-3 კვირა დააყენეთ. ყოველდღე ქილა შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ მარლაში გადაწურეთ.
  3. სიროფი ოდნავ შეათბეთ და ¼ ფინჯანი თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ თაფლი გაიხსნას.
  4. სიროფი აუცილებლობის შემთხვევაში, სისუსტის პირველივე ნიშნების დროს დალიეთ.

ჩვეულებრივ 2 ს/კ სიროფს 1 ჭიქა თბილ წყალში ხსნიან და დღეში რამდენჯერმე სვამენ. შეგიძლიათ ქათმის ბულიონს დაუმატოთ ან ავადმყოფობის დროს დალიოთ, როცა არაფრის ჭამის თავი არ გაქვთ. ვაშლის ძმრის წყალობით სიროფი ძალების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.