ვიდეო
შინაურული სიროფი ლიმონით და ოხრახუშით თირკმლებში კენჭების გასაქრობად
ამ სიროფის დახმარებით თირკმლებში კენჭების ზომას შეამცირებთ და მათ გამოდევნას ხელს შეუწყობთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან დიდი და ბევრი არაა.
ადამიანის ორგანიზმში ნარჩენების უმეტესობა თირკმლების მიერ მუშავდება, რომელიც შემდეგ შარდთან ერთად გამოდის. როცა ორგანიზმს გამოსადევნად საკმარისი სითხე არ აქვს, მინერალური მარილები და სხვა ქიმიური ნივთიერებები ე.წ. თირკმლების კენჭებს ქმნიან.
თავის მხრივ, კენჭებმა შეიძლება საშარდე გზების ინფექცია და სისხლდენა გამოიწვიონ.
შინაურული ლიმონი-ოხრახუშის სიროფი ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ამ დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ.
სიროფი თირკმლებში კენჭების მოსაშორებლად
სანამ თირკმლის კენჭების მოსაშორებლად სიროფის სარგებლის შესახებ გაიგებთ, უნდა იცოდეთ, რომ ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად სითხის მიღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
როცა სითხეს საკმარისი რაოდენობით არ ვიღებთ, შარდი ორგანიზმში რჩება, ხოლო მასში შემავალი ნივთიერება კენჭებს წარმოქმნის. შესაბამისად, ყოველდღიურად ბევრი წყლის დალევა ამ პრობლემის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.
თირკმლების ფუნქციის სტიმულაციისა და არსებული კენჭების დასაშლელად შარდმდენი და დეტოქსის ფუნქციის მქონე ნივთიერებები უნდა მიიღოთ.
დღეს ლიმონის და ოხრახუშის თვისებების გამოყენებას გირჩევთ. 2 მკვებავი პროდუქტი თირკმლის სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება.
ლიმონის უპირატესობა
ლიმონის წვენი ლიმონის მჟავას და ფოსფორის მჟავას შეიცავს, რომლებიც კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებენ.
პირველ რიგში, ციტრატის მაღალი შემცველობა შარდის მჟავიანობას ამცირებს და ჭარბი მარილების და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
მეორეც, მას შარდმდენი მოქმედება გააჩნია, რომელიც ქსოვილებიდან სითხის გამოყოფას და შარდის რაოდენობას გაზრდას ხელს უწყობს.
მესამეც, მას ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, რომლებიც თირკმლებსა და შარდის ბუშტში ინფექციების განვითარებას აფერხებენ.
ოხრახუშის უპირატესობა
ოხრახუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა თირკმლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
პირველ რიგში, ოხრახუშის ეთერზეთი დიდი რაოდენობით აპიოლას და მირისტიცინს შეიცავს, რომელთაც ძლიერი შარდმდენი მოქმედება აქვთ და შარდის წარმოებას ზრდიან.
მეორეც, ქლოროფილის, მცენარეული ნაერთის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც ტოქსინების და ჭარბი ცხიმის გამოდევნას ხელს უწყობენ.
მესამეც, ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ის განსაკუთრებული მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც ინფექციებთან საბრძოლველად იმუნურ სისტემას აძლიერებს.
როგორ მოვამზადოთ ლიმონის და ოხრახუშის სიროფი თირკმლებში კენჭების მოსაშორებლად?
ამ შინაურული სიროფის მომზადება ძალიან მარტივია და კარგ შედეგებს იძლევა. ლიმონი და ოხრახუში ზეითუნის ზეთს, ნეკერჩხლის სიროფს და თაფლს ეთავსება, რომ უფრო სრულყოფილი და ეფექტური საშუალება მიიღოთ.
ინგრედიენტები:
- 1 ლიმონის წვენი
- 1 მუჭა ახალი ოხრახუში
- 224 გრ ზეითუნის ზეთი
- 325 გრ (1 ჭიქა) ნეკერჩხლის სიროფი
- 335 გრ (1 ფინჯანი) თაფლი
- მინის ქილა თავსახურით
მომზადება:
- ლიმონი გაწურეთ და მისი წვენი ოხრახუშს აურიეთ, დააბლენდერეთ.
- პასტის მიღების შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
- როცა მზად იქნება, მინის ქილაში გადაიტანეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
- საშუალება გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.
მიღების რეჟიმი:
- 1 ს/კ პროდუქტი ყოველ დილით, უზმოზე მიიღეთ.
- სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 ს/კ პროდუქტი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნათ, რომ მისი მიღება გაგიადვილდეთ.
- ეს დღეში დაახლოებით 2 ლ წყლის მიღების ეფექტს შეავსებს.